ყველამ კარგად ვიცით, რომ გასული სეზონის შედეგების გამეორება შეუძლებელია, რადგან რაღაც დოზით იღბალიც საჭიროა ყველაფრის სწორად გასაკეთებლად. გასული სეზონი რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტით გამოირჩეოდა, როგორიცაა ინიესტას გოლი ჩელსისთან.
ბარსას შანსი აქვს ოთხიდან მეოთხე თამაში მოიგოს ხვალ, კანტაბრიაში. გუარდიოლამ დაასახელა 19 ფეხბურთელი ამ თამაშისთვის. ამ დროისთვის გუნდში რამდენიმე როტაციას უნდა ველოდოთ, კერძოდ, პუიოლის, ტურეს და აბიდალის დაბრუნებას, რომლებიც ატლეტიკოსთან თამაშისას ისვენებდნენ.
ატლანტიკოსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ტრავმირებულმა და თამაშში ახლად ჩართულმა ინიესტამ და სეზონის ვარსკვლავმა მესიმ საკუთარი აზრი გამოთქვეს ზოგადი მდგომარეობისა და გამართული მატჩის შესახებ.
ვიქტორ ვალდესი – 6: გაუშვა ორი გოლი, ჰქონდა რამდენიმე სახიფათო მომენტი ბარსას კართან. დანიელ ალვეში – 8: დიდებული თავისუფალი დარტყმის ავტორი, მისი წვლილი მართლაც აღსანიშნავია.
ბარსელონამ ატლეტიკო შანსის გარეშე დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდის მწვრთნელისთვის ეს შედეგი არ არის საკმარისი. ის ფიქრობს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
ბარსელონას მცველის, დმიტრი ჩიგრინსკის ინტერვიუ კატალონიურ სპორტულ გამოცემას – EMD
|
დაამატა:
gvanci |
(შაბათი)
1211. |
სიახლეები
გუარდიოლამ ბევრი იბრძოლა, რათა კამპ ნოუზე გეთამაშა. ამის გამო დაძაბულობას გრძნობ? ჩემი პირველი გრძნობა არის კამპ ნოუზე თამაშის სურვილი, რადგან ეს დიდებული სტადიონია. ნამდვილად არ ვგრძნობ დაძაბულობას. მინდა მაქსიმალურად დავიხარჯო, რომ ჩემზე დახარჯული ძალისხმევის ღირსად ჩამთვალონ. ისინი ხომ ძალიან ცდილობდნენ იმის მიუხედავად, რომ პირველი შემოთავაზებები შახტარმა არ მიიღო. ახლა კი, როცა უკვე აქ ვარ, მინდა ვთქვა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ადამიანები და საერთოდ, ყველა ასეთი გახსნილი და მეგობრული იქნებოდა ჩემ მიმართ. ამიტომაც მინდა რაც შეიძლება სწრაფად ვისწავლო ენა, გავეცნო კატალონიელების ცხოვრებას, გავიგო რა აინტერესებთ მათ.
მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართული მატჩები თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულია. გასულ სეზონზე ამ გუნდებმა 14 გოლით გაგვანებივრეს. ბარსამ მოიგო თამაში კამპ ნოუზე 6_1 და მადრიდში 3-4 დამარცხდა. მრავალმა ნეიტრალმა ეს სეზონის საუკეთესო თამაშად აღიარა.