ახალ კლუბს გრინი დაგვიანებით შეუერთდა. მისმა "გრან კანარიამ" სეზონი
ომახიანად გახსნა - ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" დაამარცხა (81:76).
სადებიუტო მატჩში ტორინ გრინმა შეტევაში საკმარისად იაქტიურა და 11 ქულა
მოაგროვა. კუნძულელთაგან გრინზე მეტი მხოლოდ კეროლმა ჩააგდო - 19 ქულა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა 2010-11 წლების სეზონში
სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია გუშინ სლოვენიურმა
გამოცემა "კოშარკამ" გაავრცელა. მართალია, ვოვას ლიუბლიანელებთან
კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ კლუბის გენერელური მენეჯერის იანის
რაიგელის თქმით, ბოისა "ოლიმპიას" ტრავმის მოშუშებისთანავე შეუერთდება.
მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დეკემბრამდე გასტანს. ვოვამ ფეხი
ივნისში, ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიისას "ციბონასთან" მატჩში
დაიზიანა. სწორედ ამის გამო გამოტოვა აგვისტოს სანაკრებო შესარჩევი
ტურნირი. იგი ამჟამადაც ხორვატიაშია...
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს! ევრო-2011 ლიტვაში
გაიმართება და იქ საქართველოს ნაკრები ყოველგვარი დამატებითი
საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს, სამართალმა პური ჭამა! აგვისტოში
საქართველოს ნაკრებმა C საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (5
მოგება, 3 წაგება) და ეს სწორედ ყველაზე უარესი მეორე ადგილი გამოდგა და,
წესით, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა ეთამაშა. მაგრამ ჩვენს
ფედერაციაში ფიბასგან ფაქსი მიიღეს, რომლის თანახმადაც ამ დამატებით
საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-ის ნაცვლად 10-ვე ხელმოცარულ ნაკრებს უნდა
ეთამაშა, რადგან წლევანდელი სეზონიდან ევრობასკეტის B დივიზიონი გაუქმდა.
თქმა არ უნდა, ეს იქნებოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება,
განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც ბევრი იბრძოლა და
ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მაშინვე ითქვა, რომ ფიბა საბოლოო ფორმატს 5
სექტემბერს ჩამოაყალიბებდა.
პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველო-პორტუგალიის მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იყო: წაგება ჩვენი გუნდის საუკეთესო ორეულში მოხვედრის შანსს მინიმუმამდე ამცირებდა,
გუშინ ჩვენს ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა: ბულგარეთმა პოლონეთს
უმასპინძლა, ხოლო პორტუგალიამ - ბელგიას. საქართველოს ნაკრებმა დაისვენა,
რაც პორტუგალიასთან მატჩის წინ ენერგიის აღსადგენად აუცილებელიც იყო... შეგახსენებთ,
რომ ჩვენი ნაკრები პორტუგალიელებს 11 აგვისტოს უმასპინძლებს. პირენეელები
2 აგვისტოს შემდეგ სამ დღეში ერთხელ თამაშობენ და თამამად შეიძლება
ითქვას, 11 აგვისტოს მატჩს მათზე ენერგიულად შევხვდებით.