ვორონინი მოსკოვის სპარტაკში გადავიდა
თარიღი 09 იანვარი 2010 ავტორი:
როგორც "ლივერპულის” ოფიციალური საიტი იტყობინება – ვორონინი "მოსკოვის დინამოში” გადავიდა.
ფეხბურთელი უკვე თანახმაა ამ ტრანსფერზე. ვორონინის ფასი 2 მილიონი ევროა.
მაიკონი და იბრა, გთხოვთ
თარიღი
02 იანვარი 2010
მანჩესტერ სიტიში ახლად მისული რობერტო მანჩინი არაბ შეიხების ხელ შეწყობით იდეალურად სარგებლობს. და რამოდენიმე ტრანსფერი მიზნად დაისახა. ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კი რობერტო მანჩინი მეტისმეტად გაანებივრეს და 200 მილიონი ფუნტი გამოუყვეს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ხოდა როგორც ამას წინ გაუწყეთ მანჩინიმ მასკერანო და ტორესი მოითხოვა ახლა კი დუგლას მაიკონი და ზლატან იბრაგიმოვიჩიც მოსთხოვა შეიხებს. როგორც ცნობილი გახდა დიდ ფულს იხდიან ამ ორ ვარსკვლავში მაგრამ ზუსტი თანხა გავრცელებული არ არის, ამას გარდა რობერტო მანჩინის სიაში სერია ა-ს ვარსკვლავები ივან კორდობა, ჯამპაოლო პაცინი და ჯორჯო კიელინია. მანჩესტერ სიტი ბოლო დროს ძალზედ დიდ გეგმებს ისახავს და არაბი შეიხები ამისთვის რომ არც ფულს და არც ნერვებს დაიშურებენ ფაქტი სახეზეა.
რონალდო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელია
თარიღი
Goal.Com-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდო გახდა…
მოგეხსენებათ, რომ ბოლო 1 თვე ცნობილ საფეხბურთო საიტზე www.goal.com ზე ბოლო ათი წლის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოვლენილიყო, ხოდა გამოკითხვა გუშინ დამთავრდა. რომლის გამარჯვებული ბრაზილიელი ამჟამად ფლამენგოში მოასპარეზე ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოა მეტსახელად კიჭა.
ნომინანტებს რაც შეეხება ნომინანტებში იყვნენ ჯანლუიჯი ბუფონი, მარკოს კაფუ, სემი ჰიპია, რობერტო კარლოსი, ხავი,ლეონელ მესი, ზინედინ ზიდანი, კლოდ მაკელელე.
"ფიორენტინას" სპორტული დირექტორი ანანიძეს თებერვლიდან აკვირდება
24.12.2009 09:53eurosport-ი ანანიძის სასწაულ პროგრესზე წერს
ჯანო ანანიძის მსურველთა სიას ფლორენციის "ფიორენტინაც” დაემატა. "იების”
სპორტულმა დირექტორმა, იტალიაში საკმაოდ ცნობილმა და გავლენიანმა
პიროვნებამ, პანტალეო კორვინომ ფლორენციის ტელევიზიაში საუბრისას
განაცხადა, რომ ანანიძის ფანტასტიკური ნიჭის შესახებ თებერვლიდან იცის.
"ჩვენ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვაკვირდებით და ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის
"სპარტაკის” შემტევი ჯანო ანანიძეა. წელიწადნახევრის წინათ, სტეფან
იოვეტიჩი შევი¬ძინეთ და ყველამ ნახა, როგორ გაამართლა. რეალური იმედი
მაქვს, რომ ანანიძე მეორე იოვეტიჩი გახდება. ამ ფეხბურთელის შესახებ
თებერვლიდან ვიცი” – კორვინოს ეს სიტყვები eurosport-მა გაავრცელა.
რატომ თებერვლიდან? საქმე ისაა, რომ სწორედ თებერვალში გაიმართა
ახალგაზრდული ტურნირი "ვიარეჯო კაპ”, სადაც ჯანომაც ითამაშა "სპარტაკის”
ასაკობრივ გუნდში და მის სანახავად კორვინომ "ფიორენტინას” სკაუტი
გაგზავნა – მასაც "კარგი ამბები” მიუტანია და კორვინოც დაინტერესებულა.
eurosport-ი ანანიძის სასწაულ პროგრესზე წერს, ეს ფეხბურთელი უცებ იქცა
მოსკოვის "სპარტაკის” ძირითადი შემადგენლობის წევრადო. თუმცა ერთი
ხინჯიცაა: აღნიშნული საიტი ჯანოს რუსად მოიხსენიებს - საქართველო არსადაა
ნახსენები.
კობი ჰერტაში გადასვლით კმაყოფილია
22.12.2009 10:11გერმანიის პირველი ბუნდესლიგის აუტსაიდერ ბერლინის "ჰერტას” გენერალური მენეჯერი მიხაილ პრეეტცი, გელზენკირხენის "შალკედან” საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ლევან კობიაშვილის გადაბირებით, კმაყოფილია.
"გვიხარია, რომ ლევან კობიაშვილი ჩვენთან ითამაშებს. უდავოა, ასეთი გამოცდილების მქონე ფეხბურთელის დამატებით, გუნდის თამაში უფრო სტაბილური გახდება”, - გაავრცელა პრეეტცის კომენტარი უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.
კობიაშვილმა "ჰერტასთან” ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მასში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის თანახმად, გუნდის მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი ავტომატურად თავისუფალი აგენტი ხდება.
კობიაშვილის "ჰერტაში” გადასვლა გადაწყვეტილია
19.12.2009 10:28როგორც გერმანული გამოცემა fussball-extreme იუწყება, "ჰერტას”, დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებასაც კობიაშვილის ხარჯზე აპირებს და მომავალი წლის იანვრიდან, ქართველი ბერლინელებს შეურთდება.
32 წლის კობიაშვილი, ბოლო პერიოდში, გელზენკირხენის "შალკეს” შემადგენლობაში არ ვარჯიშობდა და როდესაც გერმანელმა ჟურნალისტებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს მისი არყოფნის მიზეზი ჰკითხეს, ასეთი პასუხი მიიღეს:
"ლევანი გვაკლია, მაგრამ მან ბოდიში მოგვიხადა, რადგან სხვა გუნდში გადასვლას ფიქრობს”.
კობიაშვილი, რომელსაც "შალკესთან” კონტრაქტი 2010 წლის ივნისამდე აკავშირებს, გელზენკირხენულ კლუბში 2003 წელს, "ფრაიბურგიდან” გადავიდა და გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 167 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ტოტის ახალი კონტრაქტი
17.12.2009 11:09ტოტი "რომაში” 2014 წლის ივლისამდე დარჩება
ტოტი "რომას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი პროფესიული კარიერა 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ იგი დედაქალაქელთა ღირსებას ერთგულად იცავს. "ჯალოროსის” შემადგენლობაში ჩატარებულ 556 შეხვედრაში ტოტის 240 გოლი აქვს გატანილი. იტალიის ეროვნული გუნდის ფორმა კი 58 მატჩში მოირგო და პირად აქტივში 9 სანაკრებო გოლი მიითვალა.
კალაძე "ზენიტსა” და "დინამოს” უარყოფს
16.12.2009 17:55"დღესდღეობით, ჩემთვის "მილანში” ყველაფერი მისაღებია"
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ უარყო ევროპული
პრესის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია, მისი სანქტ-პეტერბურგის
"ზენიტში” გადასვლის ან კიევის "დინამოში” შესაძლო დაბრუნების შესახებ.
ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ გამოცემა sportsdaily-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "მილანიდან” წასვლას არ აპირებს.
- რუსეთიდან, კერძოდ კი, პეტერბურგიდან ზარი არ გიკვირთ?
- ვაღიარებ, რომ გამიკვირდა. რა ხდება?
- აქტიურად მიმდინარებს საუბარი თქვენი "ზენიტში” გადასვლის შესახებ. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაადასტუროთ ან უარყოთ?
- "ზენიტში”? ამის შესახებ პირველად მესმის. გაზეთებსა და ინტერნეტში ბევრ რამეს წერენ.
- "მილანში” სათამაშო პრაქტიკა ძალიან ცოტა გაქვთ და კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობთ? მაგალითად, კიევის "დინამოში” დაბრუნებაზე?
- 8 თვე გამიცდა, რადგან ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს
გავდიოდი. სათამაშო ფორმას ახლა ვიბრუნებ. მხოლოდ ამითაა გამოწვეული, რომ
გუნდის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ვთამაშობ. ვფიქრობ, ეს
პრობლემა მოგვარებადია. დღესდღეობით, ჩემთვის "მილანში” ყველაფერი
მისაღებია.
-
გასულ პარასკევს "ზენიტმა” კონტრაქტი იტალიელ სპეციალისტ ლუჩანო
სპალეტისთან გააფორმა. იმ ფეხბურთელის აზრით, რომელიც 9 წელიწადია სერია
A-ში თამაშობს, პეტერბურგული კლუბის ხელმძღვანელობა არჩევანში ხომ არ
შეცდა?
- "ზენიტში” სპალეტის მისვლას პოზიტიურად ვაფასებ.
მის მიერ გაწვრთნილი "რომას” თამაში ძალიან მომწონდა. ჩემი აზრით, ბოლო
წლებში იტალიის ჩემპიონატში ასეთ შემტევ ფეხბურთს არავინ აჩვენებდა.
რომაელების წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იყო. სპალეტის საკუთარი
იდეების რეალიზებას რუსეთშიც შეძლებს.
"მილანი” –"პალერმოს” (0:2) კვირას გამართული დაპირისპირების შემდეგ,
რომელშიც კალაძეს, "როსონერის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველის ტიაგუ
სილვას ტრავმის მიუხედავად არ უთამაშია, MilanNews-მა გაავრცელა
ინფორმაცია, რომ ქართველმა მცველმა კლუბს ტრანსფერზე დაყენება მოთხოვა.
Transfermarketweb-ი კი იუწყებოდა, რომ კალაძეს კიევის "დინამო” და
"ზენიტი” ეპატიჟებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, რომლის სატრანსფერო
ღირებულებად Transfermarketweb-ი 5,5 მილიონ ევროს ასახელებს, "მილანთან”
კონტრაქტი 2011 წლის 30 ივნისს უმთავრდება.