ბარსელონამ ატლეტიკო შანსის გარეშე დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდის
მწვრთნელისთვის ეს შედეგი არ არის საკმარისი. ის ფიქრობს, რომ
გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
“ინტენსიურობის გარეშე ამ თამაშს ვერ მოვიგებდით” – ამბობს ის. “ეს საკმაოდ უცნაური თამაში იყო. და, როგორც მწვრთნელი, არცთუ ისე აღფრთოვანებული ვარ. ფაქტია, რომ თამაშს ვერ ვაკონტროლებდით და ბურთის ფლობის გაუმჯობესებაც გვჭირდება.”
ბარსას შემდეგი გამოცდის ჩაბარება ელ სარდინეროში მოუწევს რეისინგ სანტანდერის წინააღმდეგ, სამშაბათს, 22 სექტემბერს.