მესიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ბარსელონაში 2016 წლამდე დარჩება. მისი წინა კონტრაქტის მოქმედების ვადა 2014 წელი იყო. ხელფასის გაზრდის გარდა სხვა მიზეზი არ დასახელებულა.
ბარსას ჩემპიონთა ლიგის პირველმა მატჩმა სან სიროს სტადიონზე გოლის გარეშე ჩაიარა. ვერც იბრაჰიმოვიჩმა და ვერც ეტო’ომ ვერ შეძლო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ქულის მოპოვება, რადგან ორივე გუნდის თავდაცვითი მექანიზმი საკმაოდ კარგად მუშაობდა.
მომავალი ზაფხულის მსოფლიო თასის ფინალამდე სულ სამი თამაშია დარჩენილი და არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მესი და არგენტინა ვერ შეძლებენ მასში მონაწილეობას. არგენტინა ჯერ ისევ მეოთხე ადგილზეა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის და თუ ის ამ პოზიციას შეინარჩუნებს, ჩვენ შევძლებთ მესის შესაძლებლობებით დავტკბეთ მომავალ ივნისში.
ინიესტა უარყოფს, რომ გუნდს ფეხბურთელები არ ჰყოფნის
|
დაამატა:
ბექა |
(ორშაბათი)
1120. |
სიახლეები
ბარსელონას ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილეთ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. ტრავმის გამო მას აღარ უთამაშია, ინიესტა აღიარებს, რომ საკმაოდ მძიმე ზაფხული გადაიტანა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ 26 აგვისტოს “ბარსელონაში” ივარჯიშა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა და ისევე როგორც ფეხბურთელისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დღემდე ქართველს არასდროს უვარჯიშია. ჭანტურიასთვის კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას დაინტერესებაც მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა 16 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის.
"ბარსელონას” პრეზიდენტი ჟუან
ლაპორტა მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი ტრიუმფი კარგად ახსოვს, არც
მომავალზე ფიქრს ივიწყებს და სეზონის დასაწყისში გუნდს ისევ წარმატებებებს
უსურვებს.
”გასული წლის საუკეთესო მატჩი უთოუდ ”ბერნაბეუზე” ”რეალის”
6:2 განადგურება გახლდათ, ეს დაუვიწყარი რამაა. შარშან ყველაფერი მოვიგეთ,
რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ პროფესიონალები ვართ, წინ ვიხედებით და
ვიცით, რომ წელს ახალი გამარჯვებები უნდა მოვიპოვოთ”, - ამბობს ლაპორტა.
”პირველ
რიგში ამ ყველაფრისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო, მაგრამ მე მშვიდად
ვარ, ვიცი, რომ გვყვავს გუარდიოლა, რომელსაც ”ბარსელონა” ყველაზე და
ყველაფერზე მეტად უყვარს, მას ბოლომდე ვენდობი”
ბარსელონას ფეხბურთელის, ლაიონელ მესის მიერ ლიონის ოლიმპიკთან შეხვედრაში ნოუ კამპის სტადიონზე გატანილი გოლი უეფამ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლად შეაფასა. ინიესტას მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გამათანაბრებელი გოლი სტემფორდ ბრიჯზე ნახევარფინალში ჩელსის წინააღმდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ლიონის ფეხბურთელის ჟუნინიოს მიერ შესრულებული თავისუფალი დარტყმა ბარსელონას წინააღმდეგ მესამე ადგილზეა.