მიუხედავად პრიმერაში მოპოვებული ზედიზედ მეექვსე გამარჯვებისა,
”ბარსელონას” დამრიგებელი პეპ გუარდიოლა გუნდის თამაშით არც ისე კმაყოფილი
დარჩა და შეგირდებს საგოლე მომენტების გამოყენების პროცენტული
მაჩვენებელი დაუწუნა.
პირველ ნახევარში პედრო როდრიგესის მიერ გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა ბარსასთვის ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ეს მატჩი კამპ ნოუზე აქამდე ჩატარებულ თამაშებს შორის ყველაზე ნაკლებად დაძაბული გამოდგა. ბარსა რიტმის აკრეფას ცდილობდა, ალმერია კი ერთ-ქულიანი სხვაობის შენარჩუნებას, რათა ბოლო წუთებზე შესძლებოდათ ანგარიშის გათანაბრება.
როცა, სეზონის დასაწყისში, პეპ გუარდოლამ გუნდების სიას გადახედა, ყველაზე რთული დასამარცხებელი მადრიდის ატლეტიკო იყო, თუმცა ამ თამაშმა ბარსასთვის საკმაოდ მარტივად ჩაიარა. შესაბამისად, მაქსიმალურზე ნაკლები ქულის დაგროვება კატალონიელებისთვის იმედგაცრუება იქნება.
ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ მას არრსენ წენგერთან დაბრუნება უნდა, ნებისმიერი მსხვერპლის საფასურად. ფეხბურთელი ბარსელონაში გადმოსვლამდე არსენალში თამაშობდა.
იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა, რომ ფრე ინტერსა და ყაზანის რუბინს შორის ბარსასთვის მომგებიანი შედეგია. ბარსელონა ამჟამად ჯგუფის ლიდერია კიევის დინამოს 2-ქულიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ.
ბარსამ F ჯგუფის თავში გადაინაცვლა კიევის დინამოს 2-ქულიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ. პირველ ნაწილში მესის მიერ გატანილმა გოლმა ბარსა გამარჯვების გზაზე დააყენა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე პედრომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ანდრეს ინიესტა საწყის შემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა ის მეორე ნახევარში ჩაანაცვლეს.
ჩემპიონთა ლიგაში წინსვლას ბარსა უკრაინელ ჩემპიონთან, კიევის დინამოსთან შეხვედრით აგრძელებს. ტიერი ანრი არ ითამაშებს და სავარაუდოდ, მის ადგილს დაიკავებს ანდრეს ინიესტა, რომელსაც კამპ ნოუზე არ უთამაშია მაისის შემდეგ.