ლაიონელ მესიმ ცოტა ხნის წინ
აღიარა, რომ აღტაცებულია იუნაიტედის ფეხბურთელით, უეინ რუნით და
განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა მასთან ერთად.
ბარსელონას ვარსკვლავს მოსწონს ინგლისელი ფორვარდის შემართება და ფიქრობს, რომ ფეხბურთი მისთვის უბრალოდ ფული არ არის.
რუნის მიდგომაში: ყველაფერი ან არაფერი, მესიმ საკუთარი თავი დაინახა. “თამაშის დროს აშკარად ხედავ ემოციებს რუნის სახეზე და ფიქრობ, რომ ის ერთ-ერთია იმ მოთამაშეებს შორის, ვინც კვირაში 100 ევროდაც კი ითამაშებდა, რადგან ფეხბურთი სისხლში აქვს,” განაცხადა მან.
“როცა აგებს, ძალიან სტკივა გული, ეს სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელთანაც ნებისმიერი დიდი სიამოვნებით ითამაშებდა”
“მესმის, რომ მასზე ზეწოლა დიდია, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, რუნი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომლისთვისაც ზეწოლა დამატებით აზარტს ქმნის.”