როცა, სეზონის დასაწყისში,
პეპ გუარდოლამ გუნდების სიას გადახედა, ყველაზე რთული დასამარცხებელი
მადრიდის ატლეტიკო იყო, თუმცა ამ თამაშმა ბარსასთვის საკმაოდ მარტივად
ჩაიარა. შესაბამისად, მაქსიმალურზე ნაკლები ქულის დაგროვება
კატალონიელებისთვის იმედგაცრუება იქნება.
ბარსას დამატებითი სტიმულიც აქვს: კიდევ ერთი მოგება მადრიდის რეალის ფეხბურთელებს უარეს მდგომარეობაში ჩააყენებს კვირას სევილიაში გამგზავრების წინ. ჩვენ გუნდს კი რეალზე ფსიქოლოგიური უპირატესობა ნამდვილად არ აწყენდა.
სავარაუდოდ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააგრძელებს თავის ტაქტიკას, ხოლო იმედია, მესი გოლებით კვლავაც შეგვახსენებს თავს.
ალმერია უკანასკნელ ოთხ მატჩსში იმ გუნდებს დაუპირისპირდა, რომლებსაც ბარსელონა უკვე ეთამაშა. Mმათ შეძლეს ნორმალური შედეგის, 5 ქულის მოპოვება ამ მატჩებიდან და საგოლე უპირატესობა ნეიტრალურია. ბარსას კი მაქსიმალური ქულები აქვს 11 გოლის უპირატესობით.
გასულ სეზონზე ალმერია მე-11 იყო, ისიც ალვარო ნეგრედოს გოლების დამსახურებით. მისი მხარდაჭერის გარეშე გუნდს მსგავსი შედეგის მოპოვებაც კი გაუჭირდება.
ჰუგო სანჩესმა განაცხადა, რომ მათ ბარსელონას გაკვირვება შეუძლიათ, ამისათვის კი მათ მოგება სჭირდებათ :) მთავარი იარაღი დაცვის გაძლიერება და კონტრშეტევაა.
ბარსელონა
29 სექტ. ბარსელონა 2-0 კიევის დინამო (ჩემპიონთა ლიგა)
26 სექტ. ბარსელონა 2-0 მალაგა (ლა ლიგა)
22 სექტ. ბარსელონა 4-1 რეისინგ სანტანდერი (ლა ლიგა)
19 სექტ. ბარსელონა 5-2 მადრიდის ატლეტიკო (ლა ლიგა)
16 სექტ. ბარსელონა 0-0 ინტერი (ჩემპიონთა ლიგა)
ალმერია
27 სექტ. ალმერია 2-2 რეისინგ სანტანდერი (ლა ლიგა)
23 სექტ. ალმერია 2-2 მადრიდის ატლეტიკო (ლა ლიგა)
20 სექტ. ალმერია 1-0 ხეტაფე (ლა ლიგა)
13 სექტ. ალმერია 0-1 ხიხონი (ლა ლიგა)
30 აგვ. ალმერია 0-0 რეალ ვალიადოლიდი (ლა ლიგა)
გუნდის სიახლეები
ბარსელონა
დმიტრო ჩიგრინსკი გასული კვირის ტრავმის შემდეგ არ ითამაშებს. ბოიან კრკიჩი კი სავარაუდოდ დაბრუნდება.
სავარაუდო საწყისი 11: ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, კეიტა, ხავი, ინიესტა, მესი, იბრაჰიმოვიჩი, ანრი.
ალმერია
სავარაუდო საწყისი 11: დიეგო ალვეში, მიშელი, აკასიეტე, ჩიკო, გილერმე, სორიანო, ნიეტო, პიატი, ბერნადელო, კრუსატი, უჩე.
სავარაუდო შედეგი: ბარსელონა 4-0 ალმერია.