არსენალის მენეჯერი არსენ ვენგერი ფიქრობს, რომ ანრი მის გუნდში
სასურველია, შესაძლოა არა როგორც ფეხბურთელი, არამედ კლუბის მენეჯერი. “ვხედავ, რომ ეს შესაძლებელია. მჯერა, რომ რაღაც მომენტში ძალაუფლება მათ ხელში უნდა აღმოჩნდეს, ვისაც კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია” – განაცხადა ვენგერმა პარასკევის პრეს-კონფერენციაზე. “დადგება დღე, როცა მე წავალ. ამიტომ აუცილებელია გამოჩნდეს ვიღაც, ვინც შემცვლის.” “მე ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს რისი გაკეთება შემიძლია, როგორ შეიძლება სიტუაციის გაუმჯობესება და როგორ დავეხმარო გუნდს მიაღწიოს იმას, რაც, დარწმუნებული ვარ, მასშია.”