პირველ ნახევარში პედრო როდრიგესის მიერ გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა ბარსასთვის ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ეს მატჩი კამპ ნოუზე აქამდე ჩატარებულ თამაშებს შორის ყველაზე ნაკლებად დაძაბული გამოდგა. ბარსა რიტმის აკრეფას ცდილობდა, ალმერია კი ერთ-ქულიანი სხვაობის შენარჩუნებას, რათა ბოლო წუთებზე შესძლებოდათ ანგარიშის გათანაბრება.