განვიხილოთ ბარსას ტრანსფერები და შევაფასოთ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა გუნდის მიერ დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა.
1.ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ყოფილი მილანის ინტერის და მანამდე, იუვენტუსის ფეხბურთელი. ძლიერი თავდამსხმელი, რომელიც დრო-და-დრო ინტერესის დაკარგვაში შეიმჩნეოდა სულაც არ ჩანდა კარგი კანდიდატურა გუარდიოლას გუნდისთვის. კიდევ უფრო საკვირველი იყო 20 მილიონი ევრო, რომელიც ინტერს გადაუხადეს გასული სეზონის ლა ლიგას ვარსკვლავთან, სამუელ ეტოოსთან ერთად. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩანდა, რომ ეტოოს და ბარსელონას ურთიერთობა დაეძაბათ და მისი წასვლა მაღალი ეშელონებიდან არავის ეწყინებოდა _ მისი შედეგების მიუხედავად. თუმცა მოლოდინის მიუხედავად იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერმა გაამართლა, ის სწრაფად მოერგო გუნდს და თავის პირველ ხუთ თამაშში გოლებიც გაიტანა. რაც უფრო მთავარია, მან აჩვენა მონდომება და უნარი მორგებოდა ბარსას თამაშის სტილს.
2.დმიტრო ჩიგრინსკი – შახტარის დონეცკიდან 25 მილიონ ევროდ მოპოვებული ფეხბურთელი. ძლიერი და ათლეტური ჩიგრინსკი გამოირჩევა ბურთის ფლობის უნარით, მას შეეძლო ეს ტრანსფერი ბარსასთვის მომგებიანი გაეხადა, თუმცა ჯერჯერობით, შეგვიძლია ვთქვათ, ასე არ მოხდა.
3.მაქსველი _ ბრაზილიელი ფეხბურთელი, სილვინიოს შემცვლელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ კარგი პერფორმანსის შემდეგ მანჩესტერ სიტიში გადავიდა. ძლიერი მორბენალი, რომელსაც ცენტრში თამაშიც შეუძლია ნამდვილად აძლიერებს გუნდის სიღრმეს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მის ანგარიშზეა რამდენიმე შეცდომა, რომელიც შესაძლოა საბედისწერო შედეგით დასრულებულიყო. მისი რეიტინგი ბარსასთვის შესაფერისად მაღალი არ არის.
აღნიშნული ტრანსფერებით გუარდიოლას სურდა დარწმუნებულიყო, რომ თუ თამაში ბრძოლის სახეს მიიღებს, მას ჰყავს ძალა, რომელსაც ძლიერი კონკურენციის გაწევა შეუძლია.