ზედიზედ მეოთხედ ხდება, როდესაც მადრიდის "რეალი” "ელ კლასიკოს” დიდი
ამბიციებითა და მოგების ასევე დიდი იმედებით ხდება, მაგრამ უკვე
ტრადიციადაა ქცეული, რომ "ბარსა”-"რეალის” დაპირისპირებაში უფრო ძლიერები
კატალონიელები არიან, რაც არ უნდა კარგ ფორმაში შეხვდნენ უპრინციპულეს
მატჩს მადრიდელები. და მაინც - თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ, "კამპ
ნოუზე” ნაჩვენები თამაში და დაფიქსირებული შედეგი ყოველგვარ მოლოდინს
აღემატებოდა. ალბათ, "ბარსელონას” არცერთ გულშემატკივარს აზრადაც არ
ჰქონდა აქამდე მართლაც რომ ბრწინვალე "რეალის” "ახალ მიწასთან” (სწორედ
ასეთ ითარგმნება "ნოუ კამპი”) გასწორება. "ელ კლასიკოში” 5:0 არც პირველად
დაფიქსირდა და ალბათ, არც უკანასკნელად, მაგრამ მოურინიოს სახით, მძიმე
არტილერიით შეიარაღებული "რეალის” ასე უსუსურად წარმოჩენამ, სავარაუდოდ,
იმდენი ადამიანი მაინც დატოვა გაოცებული, რამდენიც უყურებდა გუშინდელ
მატჩს.
ამსტერდამის ”აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ იოლმა ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩზე ისაუბრა... ”მილანს, ყველა სათამაშო ხაზში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ყავს,
განსაკუთრებით ეს თავდასხმის ხაზს ეხება.იბრაჰიმოვიჩი საერთოდაც მსოფლიოს
საუკეთესო ფორვარდად მიმაჩნია. თუმცა ყველას ვპირდები, რომ როგორც ხვალინდელ შეხვედრაში ისე მთელი ჯგუფური ტურნირის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ ”
"ბარსელონა” ჩაფრინდა ყაზანში სადაც ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩი
შედგება, "ბარსელონასა” და "რუბინს” შორის. თვითმფრინავი ყაზანის
აეროპორტში ადგილობრივი დროით 20:15 საათზე დაეშვა.
საბუთების შემოწმებამ ძალიან მალე ჩაიარა. "ბარსას” ფეხბურთელები, ისე
რომ არც კი გაჩერებულან ავტოგრაფების დასარიგებლად, გაემართნენ
ავტობუსისკენ. სურათების გადაღება ერთი-ორმა თუ მოახერხა.
როგორც გასულ წელს, კატალონიელების ჩასვლამ ყაზანში, ჟურნალისტების
დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუმრების დასახვედრად ქალაქის ყველა არხი იყო
მისული. რაც შეეხება გულშემატკივრებს, შარშანდელთან შედარებით უფრო ცოტანი
იყვნენ.
იოჰან კრუიფი: “ბარსას” “რუბინის” დამარცხება მესის გარეშეც შეუძლია
|
დაამატა:
beqa |
(სამშაბათი)
1094. |
სიახლეები
"ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ არ ღირს გარისკვა და მესის "რუბინის” წინააღმდეგ თამაში. "ეხლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მესიმ კარგად მოიშუშოს ტრამვა.
აქ მხოლოდ საღი გონებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მოურჩენელი ტრამვა შეიძლება
გახდეს მიზეზი არა ერთი და ორი თამაშის გამოტოვების არამედ მთელი სეზონის.
D ჯგუფში ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი ვიხილეთ... რა თქმა უნდა,
"ბარსელონას" შესრულებით, სისეს პასით გოვუმ დააწინაურა "პანათინაიკოსი",
მაგრამ "ერკულესი" აღარ გამეორდა - "ბარსელონამ" 5 ერთმანეთზე უკეთესი
გოლი გაუტანა ბერძნულ გუნდს. ლეო მესი პირველი დუბლის ავტორია, თუმცა მას
ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო (პენალტი მეკარემ აუღო). არგენტინელმა
დიდებულად ითამაშა.
ამ ჯგუფში
ოთხმა ჩემპიონმა მოიყარა თავი, მაგრამ "ბარსელონა" მაინც უპირობო
ფავორიტია, დანარჩენებს კი მხოლოდ მეორე ადგილზე მოუწევთ ფიქრი. "ბარსამ"
უქმეებზე დაამტკიცა, რომ სუსტებთან წაფორხილება "შეუძლია" - კატალონიელები
"ნოუ კამპზე" "ერკულესთან" დამარცხდნენ (0:2). პეპ გვარდიოლამ ამ
მატჩისთვის ჩავი, ბუსკეტსი, დანი ალვეში და პედრო დაასვენა.