დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა საუბარი "ინტერის" მცველის, დუგლას მაიკონის მადრიდის "რეალში" გადასვლაზე, მაგრამ ამჯერად ყველაფერი გაირკვა. ფეხბურთელი იტალიაში რჩება, ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ განაცხადა.
მაშინ, როცა "ბარსელონამ" საუკეთესო შენაძენში არაფერი დახარჯა (ლეო მესი), რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" გაძლიერებისათვის 8 სეზონის განმავლობაში 650 მილიონი ევრო დააბანდა. მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტრანსფერებში მადრიდის "რეალზე" მეტს ხარჯავს. ბოლო დეკადაში "სამეფო კლუბმა" ტრანსფერებში ჯამში მილიარდი (!) ევრო გადაიხადა...
ბარსელონურმა "ესპანიოლმა" რამონ დე კარანსას ტრადიციული თასი (პრესტიჟული ტურნირი, რომელიც 1995 წლიდან ყოველ ზაფხულს იმართება) მოიგო. "ესპანიოლსა" და "სევილიას" შორის ფინალი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი კატალონიელებმა 4:1 იმარჯვეს.
ნიონში გაიმართა ევროპის ლიგის ფლეი
ოფის კენჭისყრა. სამწუხაროდ წელსაც ამ ეტაპზე ვერცერთი ქართული გუნდი არ
იქნება წარმოდგენილი. სამაგიეროდ არიან კლუბები, რომლებშიც ჩვენი
ლეგიონერები გამოდიან. მალხაზ ასათიანის ”ლოკომოტივი” შვეიცარიულ
”ლოზანას” დაუპირისპირდება. აზერბაიჯანული ”ყარაბახი”, რომლის ღირსებასაც
გიორგი ადამია იცავს, გერმანულ ”დორტმუნდს” შეხვდება. ასევე გერმანულ
კლუბს, ლევერკუზენის ”ბაიერს” დაუპირისპირდება ვასილ გიგიაძის ”ტავრია”.
ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იუწყება, რომ ბარსამ დაამატა ტრანსფერების სიაში ბორდოს ვარსკვლავი იოან გურკუფი. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ამ თვის ბოლოს გურკუფი უნა გადმოვიდეს ბარსაში. ეს მართლაც კარგი შენაძენი იქნება ჩემპიონი გუნდისთვის.
11 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მეხიკოს "აცტეკას" ესტუმრება და აფრიკული ტრიუმფის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ვისენტე დელ ბოსკემ გუშინ "ფურია როხას" სამექსიკე შემადგენლობა ჩამოწერა, რომელშიც არ არიან "ლივერპულის" ფორვარდი ფერნანდო ტორესი და "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა. ორივე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოტოვებს ამხანაგურ თამაშს. გუნდში არ არიან მეკარე პეპე რეინა და მცველი რაულ ალბიოლი. "ბილბაოს" ნახევარმცველი ხავი მარტინესი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმეს, რომელსაც საკვალიფიკაციო მატჩი ელის ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ.
კატალონურ სპორტულ გაზეთ El Mundo Deportivo-ს ცნობებით, ბარსას
მწვრთნელმა გუარდიოლამ გადაწყვიტა არ ათამაშოს არგენტინელი დღევანდელ
მატჩში K-League-ს წინააღმდეგ.
პრეს კონფერენციაზე, გუარდიოლამ განაცხადა ამის შესახებ: '' ის არ
ითამაშებს, რადგან სათანადო ფორმაში არ არის. მან მხოლოდ ერთი ვარჯიში
ჩაატარა და რისკი ტრამვის მიღების დიდია. ამასთანავე რამდენიმე კილოც
მომატებული აქვს