წყალქვეშა ნავში კაიუტები გაცვალეს
"ვილიარეალში" ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა შეიცვალა ნომრები. მსოფლიოს ჩემპიონმა ხოან კაპდევილამ 11-ნომრიანი მაისურა არჩია, რომლითაც მცველმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ბრაზილიელმა ფორვარდმა ნილმარმა 7-ნომრიანი მაისური არჩია 12-ის ნაცვლად, მარჯვენა მცველი ანხელ ლოპესი ახალ სეზონს 18-ნომრიანი მაისურით დაიწყებს, ხოლო ბორხა ვალერო - 20-ით.
ველესი დაიმტვრა
ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდი იონ ველესი "ვულვერჰემტონთან" ამხანაგურ მატჩში (1:2) დაიმტვრა. მან კუნთი დაიზიანა, თუმცა საბოლოო დასკვნას ექიმები დღეს გამოიტანენ, რამდენ ხანს გამოაკლდება ველესი ხოაკინ კაპაროსის გუნდს ჯერ უცნობია. ინგლისელებთან მატჩში ველესმა მეორე ტაიმში ინიგო დიასი შეცვალა.
ბერტოლო სარაგოსელია
არგენტინელი ნიკოლას ბერტოლო სეზონს "სარაგოსაში" გაატარებს. ნახევარმცველი ესპანურმა გუნდმა სიცილიური "პალერმოდან" იჯარით აიყვანა. "იტალიაში თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა, თუმცა იქ გამოცდილება შევიძინე. შევეცდები დავამტკიცო, რომ სასარგებლო ფეხბურთელი ვარ", - განაცხადა ბერტოლომ შაბათს ოფიციალურ პრეზენტაციაზე.