კამპ ნოუ — სტადიონი ბარსელონაში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს საფეხბურთო კლუბი ბარსელონა. არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. ტევადობა არის 98 772. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1957 წელს. სტადიონზე გაიმართა 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა. სტადიონზე 1989 წელს გაიმართა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა და 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა.
სანტიაგო ბერნაბეუ
სანტიაგო ბერნაბეუ — სტადიონი მადრიდში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს მადრიდის რეალი. არის ტევადობით მეორე საფეხბურთო სტადიონი ესპანეთში. ტევადობა არის 80,400. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1947წელს, სახელი ეწოდა რეალის პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს საპატივცემლოდ.