11 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მეხიკოს "აცტეკას" ესტუმრება და აფრიკული ტრიუმფის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ვისენტე დელ ბოსკემ გუშინ "ფურია როხას" სამექსიკე შემადგენლობა ჩამოწერა, რომელშიც არ არიან "ლივერპულის" ფორვარდი ფერნანდო ტორესი და "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა. ორივე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოტოვებს ამხანაგურ თამაშს. გუნდში არ არიან მეკარე პეპე რეინა და მცველი რაულ ალბიოლი. "ბილბაოს" ნახევარმცველი ხავი მარტინესი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმეს, რომელსაც საკვალიფიკაციო მატჩი ელის ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ.
"ვილიარეალის" ნახევარმცველ ბრუნო სორიანოს აქვს შანსი ესპანეთის ნაკრების მაისურა მოირგოს, გუნდში ბრუნდება მისი თანაკლუბელი სანტი კასორლაც. ვისენტე დელ ბოსკემ უხმო მარცხენა მცველ ნაჩო მონრეალსაც. საერთო ჯამში დელ ბოსკემ "ბარსელონას" 7 წარმომადგენელს დაუძახა, არადა ამ კლუბს ზუსტად სამ დღეში ესპანეთის სუპერთასის მატჩი ელის "სევილიას" წინააღმდეგ, რომელსაც მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს ნაკრებში.
ცოტა რამ პოტენციურ ახალწვეულ ბრუნო სორიანოზე: 26 წლის ფეხბურთელს მთელი კარიერა "ვილიარეალში" აქვს გატარებული. ის საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა დაცვის მარცხენა ფლანგზეც თამაშობს, ცაციაა. "ვილიარეალში" მას 82 მატჩი აქვს გამართული. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა: