დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა საუბარი "ინტერის" მცველის, დუგლას მაიკონის მადრიდის "რეალში" გადასვლაზე, მაგრამ ამჯერად ყველაფერი გაირკვა. ფეხბურთელი იტალიაში რჩება, ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ განაცხადა.
"მე მინდა განვაცხადო, რომ მაიკონი "ინტერში" რჩება. თუ "რეალს" სურდა მისი შეძენა, ამისთვის ყველა ხერხს უნდა მიემართა". აცხადებს მორატი Corriere dello Sport–თან საუბარში.
"ჩვენ არ გავუშვით ის, რადგან გუნდისთვის საჭირო მოთამაშეა. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ყველასთან. მადრიდის "რეალი" ვერ ხდება თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა მაიკონი ჩვენთვის".
"მაიკონი შესანიშნავი ფეხბურთელია და თავისი გუნდისთვის ბოლომდე ირჯება. მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დარჩა "ინტერში". ის ბედნიერია ამ გადაწყვეტილებით".
ახლა მადრიდის "რეალმა" უნდა დაიწყოს სხვა მცველის ძიება, როგორც ჩანს სერხიო რამოსი კვლავ მარჯვენა მცველად დარჩება და ცენტრში არ გადაიწევს.
|