გუშინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ბრემენის "ვერდერს" უკვე შეუთანხმდა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მესუთ იოზილის სატრანსფერო თანხაზე, რომელიც "სპორტის" ცნობით 12-დან 15 მილიონ ევრომდე მერყეობს.
დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა საუბარი "ინტერის" მცველის, დუგლას მაიკონის მადრიდის "რეალში" გადასვლაზე, მაგრამ ამჯერად ყველაფერი გაირკვა. ფეხბურთელი იტალიაში რჩება, ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ განაცხადა.