"ბარსელონა” ჩაფრინდა ყაზანში სადაც ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩი
შედგება, "ბარსელონასა” და "რუბინს” შორის. თვითმფრინავი ყაზანის
აეროპორტში ადგილობრივი დროით 20:15 საათზე დაეშვა.
საბუთების შემოწმებამ ძალიან მალე ჩაიარა. "ბარსას” ფეხბურთელები, ისე
რომ არც კი გაჩერებულან ავტოგრაფების დასარიგებლად, გაემართნენ
ავტობუსისკენ. სურათების გადაღება ერთი-ორმა თუ მოახერხა.
როგორც გასულ წელს, კატალონიელების ჩასვლამ ყაზანში, ჟურნალისტების
დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუმრების დასახვედრად ქალაქის ყველა არხი იყო
მისული. რაც შეეხება გულშემატკივრებს, შარშანდელთან შედარებით უფრო ცოტანი
იყვნენ.
|