მომავალი ზაფხულის მსოფლიო
თასის ფინალამდე სულ სამი თამაშია დარჩენილი და არსებობს რეალური საფრთხე
იმისა, რომ მესი და არგენტინა ვერ შეძლებენ მასში მონაწილეობას. არგენტინა
ჯერ ისევ მეოთხე ადგილზეა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის და თუ ის ამ
პოზიციას შეინარჩუნებს, ჩვენ შევძლებთ მესის შესაძლებლობებით დავტკბეთ
მომავალ ივნისში. თუმცა, თუ ის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს, მოუწევს მძიმე ფლეი-ოფში მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდის დამარცხება, ეს იქნება მექსიკა, ამერიკა, კოსტა რიკა, ან ჰონდურასი. მეექვსე ადგილზე ჩამოვარდნის შემთხვევაში არგენტინა 1970 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლებს მსოფლიო თასის ფინალურ მატჩებში მონაწილეობის მიღებას.
სამი დარჩენილი თამაშიდან ერთ-ერთი საშინაო მატჩია პერუსთან, ორი კი პარაგვაისა და ურუგვაისთან. თუ ცხრილს გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ არგენტინას ხუთი ან ექვსი ქულის დაგროვება სჭირდება ამ სამ თამაშში, რაც არც ისე ადვილია. არგენტინას ჩამორჩება კოლუმბია, ეკვადორი, ურუგვაი და ვენესუელა, რომელთაც შანსები ნამდვილად აქვთ. 15 თამაშის შემდეგ, ამჟამად, ცხრილი ასე გამოიყურება:
ბრაზილია....30 ქულა
ჩილე............27 ქულა
პარაგვაი.......27 ქულა
არგენტინა....22 ქულა – პარაგვაი (სტუმრად); პერუ (სახლში); ურუგვაი (სტუმრად)
კოლუმბია....20 ქულა – ურუგვაი (სტუმრად); ჩილე (სახლში); პარაგვაი (სტუმრად)
ეკვადორი....20 ქულა – ბოლივია (სტუმრად); ურუგვაი (სახლში); ჩილე (სტუმრად)
ურუგვაი......18 ქულა – კოლუმბია (სახლში); ეკვადორი (სტუმრად); არგენტინა (სახლში)
ვენესუელა...18 ქულა – პერუ (სახლში); პარაგვაი (სახლში); ბრაზილია (სტუმრად)
ბოლივია.......12 ქულა
პერუ.............10 ქულა