ბარსას ჩემპიონთა ლიგის პირველმა მატჩმა სან სიროს სტადიონზე გოლის გარეშე ჩაიარა. ვერც იბრაჰიმოვიჩმა და ვერც ეტო’ომ ვერ შეძლო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ქულის მოპოვება, რადგან ორივე გუნდის თავდაცვითი მექანიზმი საკმაოდ კარგად მუშაობდა. ბარსამ უკეთ ითამაშა, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში მხოლოდ სამი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა მოწინააღმდეგის კართან, ისიც ლეო მესის დამსახურებით. მეორე ტაიმი ბარსამ შედარებით უკეთ დაიწყო და პირველ ათ წუთში ოთხი მომენტი შექმნა. სულ რაღაც 70 წამის შემდეგ ხავიმ ბურთი მესის მიაწოდა, რომელმაც დაცვა გაარღვია და გარე ქვემო კუთხე ამოიღო მიზანში, თუმცა ჟულიო ცეზარმა სწრაფად იმოქმედა და საკუთარი კარი გადაარჩინა. ალვეშს და იბრაჰიმოვიჩსაც ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, მეცხრე წუთზე ალვეშმა მესის ჩააწოდა და მისი თავური დარტყმა კვლავ ცეზარმა მოიგერია. შემდეგ ფაზაში ძირითადად შუა მინდორზე მიმდინარეობდა ბრძოლა. არცერთ გუნდს რეალური შანსი არ ჰქონია. მაიკონსაც ჰქონდა ერთი დარტყმის შანსი, მაგრამ ინტერის საუკეთესო მომენტი მაინც ოცდამეცხრე წუთზე ჟულიო ცეზარის მიერ ჩაწოდებული გრძელი პასი იყო, რომელმაც დიეგო მილიტოს მისცა საჯარიმოში შეღწევის შანსი, თუმცა ბარსას კარი ვიქტორ ვალდესმა იხსნა. შნაიდერს და ანრისაც ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა, თუმცა პირველი ნახევრის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში კიდევ ორი მომენტი ვიხილეთ. ჯერ ხავიმ მიაწოდა ალვესს საჯარიმო მონაკვეთზე, მაგრამ მან ბურთი უკან მისცა კეიტას, რომელმაც 15 იარდის მანძილიდან იმედგამაცრუებლად არაზუსტი დარტყმა შეასრულა. პირველი ნახევრის დასრულებამდე მესიმ მიიღო ბურთი, შევიდა და ცეზარი აიძულა ბურთი კუთხურზე გადაეშვა. ბარსა ძველებურად გამოიყურებოდა მეორე ნახევარში, როცა ინტერს საკუთარი ნახევრიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩს რამდენიმე ბურთი მიუვიდა, მან მაინც ვერ შეძლო ცეზარის კარის აღება. მესი აგრძელებდა საჯარიმოსკენ მოძრაობას, მაგრამ მისმა დრიბლინგმა შედეგი ვერ მოიტანა. ინტერი კონტრ-შეტევას ელოდა და საუკეთესო შესაძლებლობა მიეცა 66-ე წუთზე, როცა აბიდალმა მილიტო აიძულა გაბრნებულიყო, მაგრამ მან ბურთი დაუტოვა სტანკოვიჩს, რომელმაც მცირე მანძილით ააცილა კარს. 72-ე წუთზე ხავიმ, მესიმ და ალვეშმა მარჯვენა ფლანგზე წარმატებული კომბინაცია შეასრულეს. ალვეშმა პენალტის ნიშნულიდან მარცხნივ გადასცა ბურთი ანრის, რომელსაც დარტყმისთვის საკმარისი დრო ჰქონდა, მაგრამ ალვეში და მესი გაემართნენ ბურთის მოსაპოვებლად, მაგრამ მესიმ დაასწრო და კარს დიდი მანძილით ააცილა. 75-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო, რადგან ბურთი სტანკოვიჩს მოხვდა ხელზე ალვეშის გადაცემის ჩაჭრისას, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელების უფლება მისცა. დასასრულისკენ ინიესტას ჰქონდა მცდელობა, თუმცა თამაშზე გავლენის მოხდენის შანსი ძალიან მცირე იყო. ინტერსაც შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ტურემ ყვითელი ბარათი მიიღო სანტონთან ბრძოლისას. ბარსას შეუძლია კმაყოფილი იყოს ამ შედეგით, ვინაიდან ის უკეთეს პოზიციაშია ჯგუფში. ბარსა აშკარად ინტერზე უკეთ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში, მაგრამ, სამწუხაროდ, ესპანელებს რეალური მომენტის შექმნის საშUალება არ მიეცათ. პიკე და პუიოლი ღირსეულად უმკლავდებოდნენ მილიტოს და ეტო’ოს და არ აძლევდნენ საჯარიმოსთან მიახლოების საშუალებას, ვალდესი კი მარჯვედ იგერიებდა ყველა დარტყმას. მატჩს თან ახლდა რამდენიმე საინტერესო ინციდენტი, მათ შორის სტანკოვიჩის ხელით თამაში, რომელიც მსაჯმა დააიგნორა. გუნდმა მაინც კარგად ითამაშა და ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი თამაში ორ კვირაშია კიევის დინამოს წინააღმდეგ, რომელიც ჯგუფის სათავეში იმყოფება ყაზანის რუბინის დამარცხების შემდეგ, ანგარიშით 3-1. ყვითელი ბარათები: 54-ე წ. ანრი; 83-ე წ. ტურე.