ატლანტიკოსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ტრავმირებულმა და თამაშში ახლად ჩართულმა ინიესტამ და სეზონის ვარსკვლავმა მესიმ საკუთარი აზრი გამოთქვეს ზოგადი მდგომარეობისა და გამართული მატჩის შესახებ.
ას-თან საუბარში ინიესტამ განაცხადა: “კარგი გრძნობაა კვლავ სახლში თამაში. მეტ თამაში მჭირდება, კონკურენციის ტემპის აღება. საკმაოდ დიდი შესვენება გამომივიდა, ამიტომ საწყის ეტაპზე ზედმეტ გადატვირთვას ვერიდები. რაც შეეხება თამაშს, მთელი დროის განმავლობაში უპირატესობას ვინარჩუნებდით, თუმცა ცოტა ვინერვიულეთ, როცა გოლები გაიტანეს. მთავარია, რომ საკმაოდ ძლიერ გუნდს სამი ქულით მოვუგეთ.”
ლიონელ მესი: “მათი მცველები რთულ დაბრკოლებებს ქმნიან, თუმცა ეს ხომ ფეხბურთის ნაწილია. კმაყოფილი ვარ ამ კვირით: კონტრაქტის განახლებას და ამ მოგებას ვგულისხმობ. აქ ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს. კლუბმა ამ შემთხვევაშიც გამიგო. მინდა ვთქვა, რომ ახალი კონტრაქტი ფულს არ ეხება, მხოლოდ გრძნობებს.”