//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
სეზონის შეჯამება - 25 სექტემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 25 » სეზონის შეჯამება
სეზონის შეჯამება
6:39 PM



ყველამ კარგად ვიცით, რომ გასული სეზონის შედეგების გამეორება შეუძლებელია, რადგან რაღაც დოზით იღბალიც საჭიროა ყველაფრის სწორად გასაკეთებლად. გასული სეზონი რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტით გამოირჩეოდა, როგორიცაა ინიესტას გოლი ჩელსისთან.
თუმცა იღბალს თავი დავანებოთ და შევაფასოთ, გამოვიყურებით თუ არა ისევე კარგად, როგორც გასულ სეზონზე. ჯერჯერობით, შედეგები შესანიშნავია: ორი სუპერ-თასი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდის ტიტული და ოთხი სუფთა მოგება მინიმუმ ორ-ქულიანი სხვაობით. თუმცა აღნიშნული შედეგების მიუხედავად, მაინც გვესმის კრიტიკა, კერძოდ, ჯონა კრიუფისგან, რომლის აზრით, გუნდი არ არის საკმარისად ძლიერი.
ყოველ სეზონზე არის გარკვეული პრობლემები, რაც ახალ ფეხბურთელებს უკავშირდება. ეს სეზონიც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. ეტოო-ს იბრაჰიმოვიჩით ჩანაცვლება ჯერაც დავის საგანია. უნდა ითქვას, რომ ზლატანში გადახდილი ფასის მიუხედავად, ჩვენ მისი შედეგებით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. მართალია, პირველ ეტაპზე ყოველთვის იგრძნობა გაუცხოვება და პრობლემები გუნდურ თამაშში, მაგრამ დროის გასვ;ასთან ერთად, იბრაჰიმოვიჩის შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ცხადია, ის ვერ იქნება ეტოო-ს სრული შემცვლელი, თუმცა შემოგვთავაზებს რაღაც ახალს, რაც გუნდს აუცილებლად დაეხმარება. უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ზლატანი ვერასდროს მოაქცევს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს ისეთი წნევის ქვეშ, როგორც ამას ეტოო აკეთებდა.
ჩიგრინსკი და მაქსველიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. ზოგადად, დაცვის მხრივ, ბარსა ყველაზე სუსტად ატლეტიკოსთან გამოიყურებოდა, როცა ორივე ფეხბურთელი უკანა ოთხეულში თამაშობდა. თუმცა, ისინიც ეჩვევიან არსებულ მდგომარეობას და გუნდის თამაშის სტილს, რაც გულისხმობს ბურთის ფლობის მაქსიმალურ კომფორტულობას. დარწმუნებული ვარ, რაღაც დროის შემდეგ ორივე ფეხბურთელი გამოგვადგება. ბარსას დაცვის სისუსტე შეიმჩნეოდა იმ თამაშებში, რომელიც უკვე მოვიგეთ (ატლეტიკოს და რეისინგის წინააღმდეგ), თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ უკვე მოგებულ თამაშში კონცენტრაციის მაღალი დონის შენარჩუნება ბევრად რთულია.
გუნდს აშკარად აკლია გენიოსი, ანდრეს ინიესტა, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ სეზონზე ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე მინდორზეა - კეიტა. მიუხედავად იმისა, რომ კეიტას თამაშის სტილი მკვეთრად განსხვავდება ინიესტასგან, მისი არსებობა მოედანზე მაინც დამაიმედებელი და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტირე იაია-ს, ფაქტია, რომ გასულ სეზონთან შედარებით, ის თითქოს ფორმიდან ამოვარდნილი გვეჩვენება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ წინა სეზონის მსგავსად, ახლაც მოუმატებს და გვაჩვენებს რა შეუძლია.
გასულ სეზონზე 105 გოლი გვქონდა ლა ლიგაში, ახლა ოთხი თამაშიდან 14 გოლი გვაქვს და ეს საკმაოდ შთამბეჭდავია. ლეო მესი, რომელიც მოედანზე თავისუფალ პოზიციაზეა, შესანიშნავ ფორმაშია და ყოველ წელს მისი პერფორმანსი საგრძნობლად უმჯობესდება. მარჯვენა მხარეს ბალანსის კომპენსირება ხდება დანი ალვეშის შესაძლებლობით საკმაოდ ხშირად გამოვიდეს წინა ხაზზე, სწორედ ამიტომ, ხანდახან ჩნდება გრძნობა, თითქოს მოედანზე ერთი ზედმეტი მოთამაშე გვყავს. რაც შეეხება თავდასხმას, ამ მხრივ ერთადერთი უარყოფითი მოვლენაა ტიერი ანრის არყოფნა. თიმცა, ტიტი საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რომ იბრძოლოს გუნდისთვის და იმედს ვიტოვებ, ამ მხრივაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ასე რომ, ამ მომენტში გუნდის საერთო მდგომარეობა მშვენიერია. ფეხბურთელები, გასული სეზონის მსგავსად, აჩვენებენ გუნდურობას, ნაყოფიერ თანამშრომლობას და ოსტატურ მოძრაობებს. ნამდვილად გვაქვს მიზეზი, ვიყოთ ოპტიმისტები და თუ წინა სეზონის შედეგებს ვერ გავიმეორებთ, აუცილებლად ვისიამოვნებთ საუკეთესო გუნდის საუკეთესო შესრულებით.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1307 | დაამატა: gvanci | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg