აიაქსის ფეხბურთელი ლუის სუარესი აღიარებს, რომ აღფრთოვანებულია ბარსას დაინტერესებით.
ურუგვაელი პროფესიონალის ინტერვიუ ელ მუნდო დეპორტივო-სთან: "მართლაც ვამაყობ. ლაპარაკი არ არის რიგით კლუბზე, ეს ხომ ბარსელონაა - საუკეთესო კლუბი მსოფლიოში, ეს საუკეთესო გუნდია, პეპ გუარდიოლასთან ერთად. ფანტასტიური იქნებოდა ოდესმე ბარსელონასთვის თამაში, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ჯერჯერობით მაქვს, თქვენც იცით. კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომ მირჩევნია ჩუმად ვიყო და დავრჩე აიაქსში, ამსტერდამში ძალიან კარგად ვარ და კონტრაქტს კიდევ აქვს სამწლიანი ვადა. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდებული იქნებოდა ვიყო ბარსელონას ფეხბურთელი."