გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ ფიფას გალა-წარმოდგენაზე "ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რითიც არგენტინელმა ფეხბურთელმა პირადი ჯილდოების ისედაც შთამბეჭდავი სია კიდევ ერთი, ძალზე პრესტიჟული ტიტულით შეავსო.
დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე აბუ დაბიში, "ზაიედ სპორტს სიტის”
სტადიონზე გასამართ შეხვედრაში გაირკვევა, ფეხბურთის არაერთი
გულშემატკივრის მიერ საუკეთესოდ აღიარებული "ბარსელონა” ოფიციალურად
მოიპოვებს თუ არა მსოფლიოში საუკეთესო გუნდის ტიტულს.
ცხრილი გარკვეულია. კენჭისყრის შედეგად, ბარსა:შტუტგარდი 23 თებერვალს გაიმართება მერსედეს ბენცის სტადიონზე, 17 მარტს კი კამპ ნოუზე. ბარსელონა გერმანიის ბუნდესლიგის გუნდთან შტუტგარდთან დაწყვილდა დღეს გამართული ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ. ინფორმაციისთვის, შტუტგარდის შედეგები გერმანიის ლიგაში არცთუ სახარბიელოა: ის 18 გუნდიდან მე-15 იყო 16 რაუნდის შემდეგ, 13 გოლით და 22 გაშვებული ბურთით. ჩემპიონთა ლიგაში შტუტგარდმა მოახერხა რუმინული კლუბის დამარცხება ანგარიშით 3 – 1. სევილიასთან კი 1 – 3 დამარცხდა სახლში თამაშისას და ფრედ 1 – 1 დაასრულა სტუმრად. დღემდე გუნდის ანგარიშზეა ორი მოგება და სამი ფრე.
მსოფლიოს საკლუბო მეექვსე ჩემპიონატის ფინალი ტრადიციული იქნება -
ამჯერადაც ერთმანეთს სამხრეთ ამერიკისა და ევროპის საუკეთესო კლუბები
დაუპირისპირდებიან. კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული "ესტუდიანტესი",
რომელმაც პირველ 1/2-ფინალში სამხრეთკორეული "პოჰანგი" დაამარცხა (2:1),
თავის მომავალ მეტოქეს "ბარსელონასა" და მექსიკური "ატლანტეს" შეხვედრაში
ელოდა.