"ბარსელონას” არგენტინელ შემტევს, ლეონელ მესის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური
ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, კიევში მოპოვებული გამარჯვება (2:1) ძვირი
დაუჯდა. მთელი მატჩის განმავლობაში, "დინამოს” ფეხბურთელები მესის
უხეშობის ზღვარზე ეთამაშებოდნენ, მის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი
გამარჯვების გოლის შემდეგ კი, ლეანდრო ალმეიდამ არგენტინელს მეტად
მტკივნეული დარტყმა მიაყენა, რის გამოც "ოქროს ბურთის” მფლობელი იძულებული
გახდა მოედანი კოჭლობით დაეტოვებინა.
"ბარსელონას” ჟუვენილ ბ-ს 16 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი
ჭანტურიამ ისევ იყოჩაღა, თანაც, ამჯერად, დუბლი მიითვალა. ეს მოხდა "ვის
რიუპრიმერთან” მატჩში, რომელიც "ბარსას” ჟუვენილ ბ-მ 4:0 მოიგო და ამის
შედეგად, საკმაო უპირატესობით ლიდერობს "კან-ტერას” ლიგას.
"ვის
რიუმპრიმერთან” ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში ანგარიში
გახსნა, მეორეში კი წერტილი დასვა – ანუ, დაიწყო და დაამთავრა. წინა ტურის
შეხვედრაში გიორგის გუნდმა 3:0 სძლია "ესპანიოლის” ჟუვენილ ბ-ს, თუმცა,
მაშინ ქართველს გოლი არ შეუგდია.
დეკემბერი 5, 2009, 1:00 CET – Estadio Riazor, Galicia
"დეპორტივოსთან” გასამართი მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მას
არ სურს მისმა შეგირდებმა ისევე ითამაშონ, როგორც ეს "ხერესთან” გამრთული
შეხვედრის დროს გააკეთეს.
2010 წლის მსოფლიოს სამხრეთ აფრიკა და მექსიკა გახსნიან
|
დაამატა:
ბექა |
(შაბათი)
1423. |
სიახლეები
კეიპტაუნში გამართულმა კენჭისყრამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის 32 მონაწილე 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადაანაწილა. ეპანეთის ეროვნული ნაკრები კი H ჯგუფში მოხვდა, სადაც მათი მეტოქეები: შვეიცარია, ჰონდურასი და ჩილე იქნებიან