ცხრილი გარკვეულია.
კენჭისყრის შედეგად, ბარსა:შტუტგარდი 23 თებერვალს გაიმართება მერსედეს
ბენცის სტადიონზე, 17 მარტს კი კამპ ნოუზე.
ბარსელონა გერმანიის ბუნდესლიგის გუნდთან, შტუტგარდთან დაწყვილდა დღეს
გამართული ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ. ინფორმაციისთვის,
შტუტგარდის შედეგები გერმანიის ლიგაში არცთუ სახარბიელოა: ის 18 გუნდიდან
მე-15 იყო 16 რაუნდის შემდეგ, 13 გოლით და 22 გაშვებული ბურთით.
ჩემპიონთა ლიგაში შტუტგარდმა მოახერხა რუმინული კლუბის დამარცხება
ანგარიშით 3 – 1. სევილიასთან კი 1 – 3 დამარცხდა სახლში თამაშისას და
ფრედ 1 – 1 დაასრულა სტუმრად. დღემდე გუნდის ანგარიშზეა ორი მოგება და
სამი ფრე. კენჭისყრის შედეგები: შტუტგარტი (გერმანია) - ბარსელონა (ესპანეთი) ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - ბორდო (საფრანგეთი) მილანი (იტალია) - ჩელსი (ინგლისი) ბაიერნი (გერმანია) - ფიორენტინა (იტალია) ცსკ მოსკოვი (რუსეთი) - სევილია (ესპანეთი) ლიონის ოლიმპიკი (საფრანგეთი) - მადრიდის რეალი (ესპანეთი) პორტო (პორტუგალია) - არსენალი (ინგლისი) მილანი (იტალია) - მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) მატჩების პირველი ნაწილი გაიმართება 16/17 და 23/24 თებერვალს, მეორე ნაწილი კი 9/10 და 16/17 მარტს. ჯგუფის გამარჯვებულები მეორე მატჩს სახლში გამართავენ. შემდეგ ეტაპზე, მეოთხედ-ფინალებში, რვა გამარჯვებული დაწყვილდებიან. 2010 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაგეგმილია 2010 წლის 22 მაისს სანტიაგო ბერნაბეუსის სტადიონზე, მადრიდში.