ბარსა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა თავის მშობლიურ ქალაქში - რომ მას კარგად ახსოვს 28 ნოემბერი დღე როდესაც შედგება პირველი კლასიკო, როცა მადრიდის რეალი ესტუმრება ბარსას კამპ ნოუზე . სწორედ ეს ის დღეა , რომელსაც ვილია მოუთმენლად ელის. პრესასთან საუბარში ვილიამ განაცხადა, რომ '' ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ფეხბურთელისათვის, რომელსაც მოუთმენლად ელოდება ბარსას ყველა ახალი ფეხბურთელი. ''
კატალონიური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo წერს , რომ ბარსა დაინტერესებულია საფრანგეთის პირველი ლიგის ჩამპიონის მარსელის ოლიმპიკის ნახევარმცველ ჩარლზ კაბორეთი (22), ამაზე მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი ბარსაში რაც კოტ დიუვარელი იაია ტურე მანჩესტერ სიტიში გადავიდა. კაბორეს ბევრი ისეთი თვისება აქვს , რომელმაც სეიძლება დააინტერესოს ესპანური მხარე. სწორედ ეს გახდება იმის მიზეზი, რომ მას აირჩევენ ისეთი ფეხბურთელების ნაცვლად , როგორიცაა ალუ დიარა და მუსა სისოკო.
6 ბარსას ახალგაზრდა ფეხბურთელი არის სასტარტოში Alex Sanchez (Gk), Martin Montoya (RB),
Carles Planas (LB), Marc Bartra (CB), Oriol Romeu (DM), Thiago
Alcantara (AM)
"ბარსას” შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ცოტა
ხნის წინათ ნაკრებში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება, ესპანეთის
ჩემპიონატის რიგებიდან მისი წასვლა გამორიცხა და განაცხადა, რომ იგი თავს
კვლავ "ბარსას” ფეხბურთელად თვლის.
ესპანური "სევილიას” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ადრიანო კორეიამ
რამდენიმე საათის წინ "ბარსელონასთან” გააფორმა ხელშეკრულება. როგორც
გუშინ ვიტყობინებოდით, კატალონიურ კლუბს ანდალუსიელთაგან ბრაზილიელი
უნივერსალის შეძენა 9.5 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელის წარმატებით
თამაშის შემთხვევაში "სევილია” დამატებით კიდევ 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ბარსას ყოფილი და ამჟამად ნიუ იორკ რედ ბულზის ფეხბურთელი ტიერი ანრი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს პრესას. პირველ მატჩს ანრი კლუბის შემადგენლობაში 22 ივლისს გამართავს ტოტენჰემ ჰოცბურის წინააღმდეგ.
ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელმაც ბოლო 3 სეზონი "ბარსაში”
გაატარა, ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ "ნიუ იორკ რედ ბულზის”
ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
ამის შესახებ სააგენტო AP იუწყება.