ინიესტამ გოლი გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა
|
დაამატა:
beqa |
(ორშაბათი)
885. |
ფეხბურთელები
რა ეწერა ინიესტას შიდა მაისურზე? იმდენად დიდი იყო მისი სიხარული და
მსოფლიოსთვის საკუთარი გულისთქმის გამხელის სურვილი, რომ ფინალის
ერთადერთი გოლის ავტორი ჰოვარდ ვების ყვითელ ბარათს არ შეუშინდა და
სათამაშო მაისურა წაიძრო. ფიფა კრძალავს ამგვარ სარეკლამო ტრიუკებს,
მაგრამ ეს არ იყო რეკლამა, ინიესტამ გოლი მიუძღვნა გარდაცვლილი მეგობრის
ხსოვნას.
საათებიღა რჩება. მსოფლიოს დიდი ფინალის მოლოდინში გაყავს დრო. ხალხი
ესპანელთა და ჰოლანდიელთა შემადგენლობებს სწონის, შანსებს აფასებს,
ერთმანეთს ეკამათება და საღამოსთვის ლუდის მომარაგებაზე ფიქრობს.
განსაკუთრებული სჯა-ბაასი მიდის ორი ნაკრების ნახევარდაცვის შედარებაზე.
ამბობენ, ვინც ცენტრს დაიპყრობს თამაშიც იმას დარჩებაო.
"ბარსას” კაპიტანმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების უცვლელმა წევრმა კარლეს პუიოლმა, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო კარიერა დაასრულოს. აღნიშნული განცხადება პუიოლმა მუნდიალის დაწყებამდეც გააკეთა და აზრი ვერც მისი გუნდის ფინალში გასვლამ შეაცვლევინა.
"ბარსელონამ" გერმანიის ნაკრებისა და ბრემენის "ვერდერის" ახალგაზრდა
გამთამაშებელ მესუთ იოზილს დაადგა თვალი. მესუთი მსოფლიოს ჩემპიონატზე
იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ გასაკვირი არაა, კატალონიური გიგანტის
შეფები მისი ტრანსფერით რომ დაინტერესდნენ. ჩვენი ესპანელი და გერმანელი
კოლეგების ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, "ვერდერს" ძალიან საინტერესო
წინადადებით მიმართოს. ცნობილია, რომ იოზილის ოცნების გუნდი სწორედ
"ბარსელონაა".
ფერნანდო ტორესი : ''მთავარია მოვიგოთ და ვინ გაიტანს რა მნიშვნელობა აქვს''
|
დაამატა:
beqa |
(ორშაბათი)
1668. |
ფეხბურთელები
ფერნანდო ტორესი მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩი
მისი გუნდისთვის ფინალის ტოლფასია. ფიფას ოფიციალურ საიტს მან განუცხადა,
რომ დიდი იმედით ელის ევრო-2008-ის ფინალის გამეორებას. შეგახსენებთ, რომ
"ელ ნინიომ" იმ მატჩის ერთდაერთი გოლი გაიტანა და "ლა როხას" ბოლო 44 წლის
განმავლობაში პირველი ტიტული მოუპოვა.
ვილა: "მატჩის ბოლოს დავდექით დაცვაში, რათა შეგვენარჩუნებინა ანგარიში"
|
დაამატა:
beqa |
(შაბათი)
959. |
ფეხბურთელები
კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ
ვილამ გააკეთა კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო,
მესამე მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდა და
დიდი გაჭირვებით, 2:1 სძლია. საბოლოო ჯამში ესპანეთიც და ჩილეც, ორივე
გავიდნენ 1/8 ფინალში.
კოშმარული მარცხის შემდგეს შვეიცარიასთან, ესპანელები გონს მოეგნენ და
ჰონდურასელების ძლევა მოახერხეს 2-0. მათი გასვლა ჯგუფიდან შეიძლება
ბურთების სხვაობით მოხდეს და ჰონდურასთან საუკეთესო შესაძლებლობა ქონდათ
უფრო მეტი გაეტანათ,ხოლო ჩილესთან,რომელიც წლევანდელ მუნდიალზე კარგად
გამოიყურება ვფიქრობ ბევრი გოლის გატანა გაუჭირდება.(ჯერ საერთოდ თუ
მოიგეს) FIFA ესაუბრა "ფურია როხას" ერთ-ერთ წამყვან ფიგურას ხავის გუნდში
არსებულ სიტუაციაზე,მუნდიალზე და კიდევ სხვა რამეზე.აი ინტერვიუც:
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა, ხერარდ პიკემ
კომენტარი გააკეთა ჰონდურასთან მატჩის წინ. ესპანელებმა პირველი მატჩი
შვეიცარიის წინააღმდეგ, 0–1 წააგეს:"კი, ჩვენ არ ველოდით ასეთ სტარტს,
მაგრამ ეს ფეხბურთია, ვერ გაიგებ ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ წინ კიდევ ორი
მატჩი გვაქვს. ჯერ ჰონდურასს ვეთამაშებით, ხოლო ბოლო გადამწყვეტ მატჩს
ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ. სამხრეთ ამერიკელებს ძლიერი გუნდი
ჰყავთ, მაგრამ თუ ჰონდურასს დავამარცხებთ, ჩვენ აღარ გვექნება ბევრი
სანერვიულო ჩილესთან თამაშის წინ," განაცხადა პიკემ.