1996 წელს "კამპ ნოუს" სტადიონზე ტრადიციული წინასასეზონო გუნდის წარმოდგენა გაიმართა. სტადიონის ოვაციებში ტრიბუნის ქვეშა ოთახებიდან გამორბოდნენ "ბლაუგრანის" ლიდერები – ხოსეპ გვარდიოლა და მიგელ ანხელ ნადალი, აგრეთვე ახალი ფეხბურთელებიც, – რონალდო და პიცი, ჯოვანი და ვიტორ ბაია. გუნდი მთელი შემადგენლობით წარსდგა მაყურებლის წინაშე და ცენტრალური წრის ირგვლივ მოეწყო. ჩამოვარდა სიჩუმე – მინდორზე არ გამოვიდა მხოლოდ ერთი მოთამაშე. ალბათ ის, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდნენ.
|