დაიბადა 1972 წლის 19 აპრილს ბრაზილიის ქალაქ პაულისტაში ”ბარსელონაში” მან ხუთი შესანიშნავი სეზონი გაატარა, კარიერის პიკს კი 1999 წელს უწია, როცა ყველა ინდივიდუალური პრიზი მოიგო: ფიფა-მ და ჟურნალამა ”World Soccer”-მა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ”France Football”-მა და ”Onze Mondial”-მა კი ევროპის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვმილი პრიზები გადასცეს. იმავე წელს რივალდომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო, ტურნირის საუკეთესო ფეზბურთელადაც და არც გოლეადორისთვის განკუთვნილი ჯილდო დათმო. ერთი სიტყვით, 1999 წელს ის ბრწყინავდა… 2000-2001 წლების სეზონში, როცა ბრაზილიელის და ”ბარსელონას” ჰოლანდიელი მწვრთნელის დაპირისპებამ პიკს უწია, კლუბი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ”ბარსელონა” რივალდომ იხსნა: პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში, ”ვალენსიასთან” 3:2 მოგებულ შეხვედრაში მან ჰეთ-თრიქი შეასრულა, გამარჯვების გოლი კი თამაშის უკანასკნელ წუთზე შეაგდო ”მაკრატელათი”. ”ბარსელონამ” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება სამხრეთამერიკელის მიმართ არ შეიცვალა და 2002 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ რივალდომ ”მილანში” გადაინაცვლა, სადაც მოიგო კიდეც საოცნებო ჩემპიონთა ლიგა. თუმცა იტალიაში ის სხვების ჩრდილში მოექცა და სერია ა მალევე დატოვა: ჯერ სამშობლოს მიაშურა, შემდეგ კი საბერძნეთს, სადაც ”ოლიმპიაკოსში” ძველებურად გაიბრწყინა – 2006 და 2007 წლებში ამ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მერე იყო ათენის ”აეკ”-ი, დღეს კი ეს ჩინებული მოთამაშე უძბეკეთში, ტაშკენტის ”ბუნიოდკორში” თამაშობს. რამ აიძულა ამ ქვეყანაში გადაბარგება? როგორც თავად თქვა, უზბეკებმა ძალიან მომგებიანი ხელშეკრულება შესთავაზეს. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა ტაშკენტელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, სანაცვლოდ კი 10,2 მილიონი ევრო მიიღო! შარშან რივალდომ ”ბუნიოდკორთან” ერთად უზბეკეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ამავდროულად, აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი: 1998, 1999. ესპანეთის თასი: 1998. ევროპის სუპერთასი: 1997.
|