"ბარსელონას” შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ცოტა
ხნის წინათ ნაკრებში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება, ესპანეთის
ჩემპიონატის რიგებიდან მისი წასვლა გამორიცხა და განაცხადა, რომ იგი თავს
კვლავ "ბარსას” ფეხბურთელად თვლის. მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ” "ვალენსიიდან” დავიდ ვილია შეიძინა,
აქტიურად დაიწყო იბრაჰიმოვიჩის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაციების
გავრცელება. თავდაპირველად მის სახელს ლონდონის "ჩელსის” უკავშირებდნენ,
შემდეგ "მანჩესტერ სიტის”, ბოლოს კი იტალიურ "მილანს”. "ბარსელონას”
ფეხბურთელი ვიყავი როდესაც შვებულებაში გავედი და ამ გუნდის ფეხბურთელი
ვიქნები დაბრუნების შემდეგაც. კატალონიელებთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით
მაკავშირებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ
ჭორების გავრცელებით ლონდონსა და მანჩესტერში მამოგზაურეს ისე, რომ ამ
ქალაქებში არ ჩავსულვარ” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
შვედი თავდამსხმელი "ბარსელონაში” 2009 წლის ზაფხულში გადავიდა და პირველ
სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში თავი გარდა 21 გოლისა, 10 შედეგიანი
გადაცემითაც გამოიჩინა.