გუშინდელი დაძაბული მატჩის შემდეგ, თითოეულ ფეხბურთელს შეეძლო ერთი-ორი
სიტყვის თქმა. გუნდში იმედგაცრუება იგრძნობოდა არასასურველი შედეგის გამო,
მაგრამ ყველანი კმაყოფილები არიან თამაშისი ხარისხით.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის "ემირეითს სთედიუმზე” ადგილობრივმა
"არსენალმა” და კატალონიის "ბარსელონამ” გულშემატკივრებს სანახაობრივი
ფეხბურთი შესთავაზეს. როგორც პირველი, ასევე მე-2 ტაიმის დასაწყისის
გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ განმეორებითი მატჩის წინ,
არსენ ვენგერის გუნდის შანსები თეორიულზე მეტი იქნებოდა, მაგრამ
ლონდონელებმა გუშინდელი მატჩის და შესაბამისად, 1/2-ფინალში გასვლის
იმედის გადარჩენა შესძლეს. მართალია, "არსენალს” არც ახლა აქვს
კატალონიური ბარიერის დაძლევის დიდი შანსი, მაგრამ შეხვედრის
მიმდინარეობის გათვალისწინებით, ლონდონელები ნამდვილად კმაყოფილები უნდა
იყვნენ.
პიკე: დაე “რეალის” ფეხბურთელებმა ცოტა ხნით გაიხარონ
|
დაამატა:
ბექა |
(ოთხშაბათი)
920. |
სიახლეები
კატალონიის "ბარსელონას” მცველი ხერარდ პიკე გამოეხმაურა იმ დიდ სიხარულს,
რომელიც სუფევს მადრიდის "რეალის” ბანაკში იმის გამო, რომ მადრიდელები
ლიდერობენ პრიმერა დივიზიონში – იტყობინება ესპანური გამოცემა El Mundo -ს.
ბარსას მიერ შტუტგარტში განათხოვრებულიმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ გლებმა (28), აინტრახტთან მოგების შემდეგ(2:1) პრეს კონფერენციაზე განაცხადა , რომ მას პრობლემები აქვს შტუდგარტში. გლებმა ასევე განაცხადა, რომ მას აქვს პრობლემები მის მწვრთნელ კრისტიან გროსთან, ''არ ვიცი ის ჩემგან რას ელის , მაგრამ მე მასთან პრობლემა მაქვს'' ბელარუსის ინტერნაციონალმა განაცხადა , რომ ის დატოვებს შტუდგარტს უახლოეს მომავალში და მის მომავალს ბარსელონა გადაწყვეტს, ''მხოლოდ ბარსა გადაწყვეტს ჩემს მომავალს მე უკვე მქონდა მათთან პოზიტიური საუბრები. ჩემი შტუდგარტში დარჩენის შანსი 0% - ია. ''