სეზონის ბოლოს მოახლოებასთან ერთად საუბარი ფრენკ რიბერის მომავლის შესახებ კვლავ აქტუალური ხდება. სიტუაცია ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. TF1-სთან საუბარში ფრანგმა ნახევარმცველმა შემდეგი განაცხადა: "100%-ით დარწმუნებული არ ვარ რომ რეალში წავალ. ჩემით აქტიურად ბარსელონაც ინტერესდება, ისევე როგორც ჩელსი. ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილიი მაქვს, გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მივიღებ. თუ რა გზას ავირჩევ ამაზე ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი შედეგიც იქონიებს გავლენას. ჩემთვის სპორტულ პერსპექტივას პირველი ადგილი უჭირავს და იმის შემხედვარე თუ როგორ ვთამაშობთ, შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული შესაძლებლობები გაგვაჩნია."