ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო გერმანულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა 2009 წლის 10 საუკეთესო საკლუბო მწვრთნელის სია. რეიტინგს ლიდერობს კატალონიური ბარსელონას თავკაცი პეპ გვარდიოლა, რომელმაც სულ რაღაც ორი წელია რაც სამწვრთნელო კარიერას ხელი მოკიდა და საოცარ შედეგებს მიაღწია. მეორე ადგილი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს უჭირავს, ხოლო მესამე ინტერის მთწვრთნელს ჟოზე მაურინიოს.