ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო გერმანულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა 2009 წლის 10 საუკეთესო საკლუბო მწვრთნელის სია. რეიტინგს ლიდერობს კატალონიური ბარსელონას თავკაცი პეპ გვარდიოლა, რომელმაც სულ რაღაც ორი წელია რაც სამწვრთნელო კარიერას ხელი მოკიდა და საოცარ შედეგებს მიაღწია. მეორე ადგილი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს უჭირავს, ხოლო მესამე ინტერის მთწვრთნელს ჟოზე მაურინიოს. 1. ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა) – 300 2. ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 137 3. ჟოზე მაურინიო (ინტერი) – 66 4. ალეხანდრო საბელა (ესტუდიანტესი) – 54 5. მირჩა ლუჩესკუ (შახტარი) – 50 6. არსენ ვენგერი (არსენალი) – 44 7. გუს ჰიდინკი (ჩელსი) – 38 8. ლორან ბლანი (ბორდო) – 34 9. ხორხე ფოსატი (ლდუ) – 16 10. ფელიქს მაგათი (ვოლფსბურგი) – 15
|