ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გასული წელი შეაჯამა და დაადგინა, რომ 2012 წლის საუკეთესო კლუბი "ბარსელონა" იყო.
როგორც ცნობილია, IFFHS რეიტინგს ადგენს არა გამოკითხვის, ან რაიმე მსგავსი მეთოდით, არამედ წინასწარ შემუშავებული სისტემით, რაც ყველა გუნდს მეტნაკლებად თანაბარ პირობებში აყენებს. ამ სისტემის მიხედვით, თითოეულ ტურნირზე მოპოვებულ გამარჯვებას, ან ფრეს გარკვეული ქულა აქვს მინიჭებული. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ერთი თამაშის მოგების სანაცვლოდ, გუნდი 14 ქულას იღებს, ფრის სანაცვლოდ - 7 ქულას.
სესკმა თავისი დებიუტი თასის მოგებით აღნიშნა სრულად
|
დაამატა:
beqa |
(პარასკევი)
1308. |
სიახლეები
,,ბარსელონას" ახალწვეულებმა, სესკ ფაბრეგასმა თავისი პირველი ტიტული მოიგო, მაშინ, როცა მხოლოდ სამი დღეა, რაც კლუბში ირიცხება. სესკ ფაბრეგასის დებიუტი არ შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ის მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ბენზემამ ანგარიშის გათანაბრება შესძლო. მაგრამ სესკის შემოსვლის შემდეგ რევულუცია დაიწყო როგორც გულშემატკივრებში, ისე გუნდში. მოკლე დროში, 88–ე წუთზე მესიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლი, რომელმაც გუნდს სუპერ თასი მოაგებინა.