საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი ამიერიდან კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 22 წლის ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში დარჩება, ხოლო “ლიონმა” ხაზინა მისი ტრანსფერის შედეგად 25 მილიონი ევროთი შეავსო. სამუელ უმტიტი “ლიონის” სკოლის აღზრდილია, სადაც 2011 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა. გასულ სეზონში მან ლიგა 1-ში 30 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა შეძლო. აწ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე კი სამუელმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სამი თამაში ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიგო.