ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გასული წელი შეაჯამა და დაადგინა, რომ 2012 წლის საუკეთესო კლუბი "ბარსელონა" იყო.
როგორც ცნობილია, IFFHS რეიტინგს ადგენს არა გამოკითხვის, ან რაიმე მსგავსი მეთოდით, არამედ წინასწარ შემუშავებული სისტემით, რაც ყველა გუნდს მეტნაკლებად თანაბარ პირობებში აყენებს. ამ სისტემის მიხედვით, თითოეულ ტურნირზე მოპოვებულ გამარჯვებას, ან ფრეს გარკვეული ქულა აქვს მინიჭებული. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ერთი თამაშის მოგების სანაცვლოდ, გუნდი 14 ქულას იღებს, ფრის სანაცვლოდ - 7 ქულას.
2012 წელს, "ბარსელონამ" 307 ქულა მოაგროვა და მან დიდი სხვაობით გაასწრო ჩემპიონთა ლიგის მომგებ "ჩელსის".
IFFHS საუკეთესო კლუბებს 1991 წლიდან ავლენს. ყოველი თვის ბოლოს, სახელდება მიმდინარე რეიტინგის ლიდერი გუნდი. ამ მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენი "ბარსელონაა". კატალონიელები ლიდერები 52-ჯერ იყვნენ. მე-2 ადგილზეა "მილანი", რომელსაც ეს პატივი წილად 37-ჯერ ხვდა. ისტორიაში მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც წლის განმავლობაში, მუდმივარ ერთი გუნდი ლიდერობდა. თუ 2012 წელს ეს შედეგი "ბარსელონას" ჰქონდა, 2007 წელს, იგივეს "სევილიამ" მიაღწია.
"ბარსა" ლიდერობს 21-ე საუკუნის რეიტინგსაც. 2001 წლიდან დღემდე, კატალონიელებმა 2.917 ქულა მოაგროვეს. მე-2 ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" 2.793 ქულა აქვს.1. (1.) ბარსელონა ესპანეთი 307,0 2. (4.) ჩელსი ინგლისი 279,0 3. (3.) ბოკა ხუნიორსი არგენტინა 278,0 (2.) ატლეტიკო ესპანეთი 278,0 5. (8.) კორინთიანსი ბრაზილია 272,0 6. (5.) ბაიერნი გერმანია 270,0 7. (7.) რეალი ესპანეთი 259,0 8. (14.) იუვენტუსი იტალია 231,0 9. (17.) დორტმუნდი გერმანია 226,0 10. (10.) ლიონი საფრანგეთი 224,0