ანტვერპენში, "ლოტო არენაზე" გასამართი ბელგია-საქართველოს მატჩის ყველა
ბილეთი ან გაყიდულია, ან დაჯავშნული... ასე რომ, ქართველებს 8-ათასიანი
დარბაზის სავსე ტრიბუნების წინ მოუწევთ ასპარეზობა. - სავსე არენაზე
გასვლა ყოველთვის სასიამოვნოა. დარწმუნებული ვარ, ბელგიაში ჩვენნაირი
გულშემატკივრობა მაინც არ იქნება, - გვითხრა ანტვერპენიდან ზაზა ფაჩულიამ.
მას "ლეიკერსის" ცენტრის, დიდიე მბენგას არყოფნაზეც ვკითხეთ: - ძალიან ცუდია, ბელგიელებს მბენგა რომ არ დაეხმარება, მიყვარს ძლიერი წინააღმდეგობა. ზაზამ
ისიც აღნიშნა, რომ ხანგრძლივმა მგზავრობამ გუნდი ძალიან დაღალა, თუმცა
დაგვაიმედა, რომ მატჩის დაწყებამდე ენერგიის აღდგენა მოესწრება და... ...დანარჩენს ტელევიზიით ვნახავთ.
C ჯგუფის II ტურის შეხვედრები ხუთ აგვისტოს გაიმართება:
ბელგია – საქართველო 22.00
პოლონეთი – პორტუგალია 20.00
ბულგარეთი ისვენებს