|
დაამატა:
beqa |
(ხუთშაბათი)
939. |
ქართული ფეხბურთი
"შტურმი" თბილისში ჩარტერული რეისით გუშინ, ნაშუადღევს ჩამოფრინდა. კლუბის
ოფიციალური ვებგვერდიდან უკვე ვიცოდით, რომ "შტურმს" საქართველოს
დედაქალაქში გულშემატკივართა ჯგუფიც მოჰყვებოდა და ასეც მოხდა. თბილისში
გრაცელთა დაახლოებით 30 ქომაგი და ერთი ამდენიც ჟურნალისტი ჩამოფრინდა.
ანტვერპენში, "ლოტო არენაზე" გასამართი ბელგია-საქართველოს მატჩის ყველა
ბილეთი ან გაყიდულია, ან დაჯავშნული... ასე რომ, ქართველებს 8-ათასიანი
დარბაზის სავსე ტრიბუნების წინ მოუწევთ ასპარეზობა. - სავსე არენაზე
გასვლა ყოველთვის სასიამოვნოა. დარწმუნებული ვარ, ბელგიაში ჩვენნაირი
გულშემატკივრობა მაინც არ იქნება, - გვითხრა ანტვერპენიდან ზაზა ფაჩულიამ.
მას "ლეიკერსის" ცენტრის, დიდიე მბენგას არყოფნაზეც ვკითხეთ: - ძალიან ცუდია, ბელგიელებს მბენგა რომ არ დაეხმარება, მიყვარს ძლიერი წინააღმდეგობა. ზაზამ
ისიც აღნიშნა, რომ ხანგრძლივმა მგზავრობამ გუნდი ძალიან დაღალა, თუმცა
დაგვაიმედა, რომ მატჩის დაწყებამდე ენერგიის აღდგენა მოესწრება და... ...დანარჩენს ტელევიზიით ვნახავთ.
თბილისში პოლონეთის 19 ქულის სხვაობით ძლევამ ბელგიელებზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი დღევანდელ მატჩში ფავორიტად საქართველოს
თვლიან... - ორშაბათს საქართველოს ნაკრებმა პოლონელები იოლად
დაამარცხა. ამის გარეშეც ვიცოდით, რომ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ
საქართველო იყო. შარშან მან B დივიზიონში ყველა მატჩი 20-30 ქულის
სხვაობით მოიგო, დღესაც ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზეა. ქართველებს ჰყავთ
არაერთი მაღალი კლასის კალათბურთელი, მათ შორის ზაზა ფაჩულია NBA-დან... -
ამბობს ბელგიის ნაკრების მწვრთნელი ედი კასტელსი