ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა და გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა
პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბარსამ უკვე შექმნა ისტორია და აღარ
აქვს მნიშვნელობა რა მოხდება მსოფლიო თასზე.
„ვფიქრობ, გუნდმა უკვე შექმნა ისტორია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მეტი
გვინდა. ამიტომაც ვართ აქ," განაცხადა ამბიციურმა ესპანელმა. ის აღიარებს,
რომ გუნდს არ აქვს პრეტენზია დაუმარცხებლობაზე, თუმცა ელოდება, რომ
გათამაშებაში „დიდი სურვილითა და ენთუზიაზმით გამოვალთ. იმედი მაქვს, რომ
2006 წლის მდგომარეობა აღარ გვექნება."
პუიოლის თქმით, აბუ დაბში გამგზავრების შემდეგ, გუნდის წევრები ფიზიკურად
და მენტალურად გადაიღალნენ თვითმფრინავში გატარებული საათების შმდეგ. ამის
მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელებს საკმარისი დრო ექნებათ
ოთხშაბათის მატჩისთვის მოსამზადებლად. „ჩვენ შეჩვეული ვართ დროის
უკმარისობას, ასე რომ ეს ჩვენთვის სიახლე არ არის."
ერთადერთი, რაც კაპიტანს მოეწონა, ეს კლიმატია, 25 გრადუსიანი
ტემპერატურა. ამავდროულად, მისი თანაგუნდელი, დმიტრო ჩიგრინსკი აცხადებს,
რომ მიუხედავად მისი წარმომავლობისა ცივი ქვეყნიდან, მაინც არ უჭირს
ტემპერატურის ცვლილებასთან შეგუება.