ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა და გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბარსამ უკვე შექმნა ისტორია და აღარ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება მსოფლიო თასზე. „ვფიქრობ, გუნდმა უკვე შექმნა ისტორია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მეტი გვინდა. ამიტომაც ვართ აქ," განაცხადა ამბიციურმა ესპანელმა. ის აღიარებს, რომ გუნდს არ აქვს პრეტენზია დაუმარცხებლობაზე, თუმცა ელოდება, რომ გათამაშებაში „დიდი სურვილითა და ენთუზიაზმით გამოვალთ. იმედი მაქვს, რომ 2006 წლის მდგომარეობა აღარ გვექნება."