ბარსელონას მცველმა და ესპანელმა ინტერნაციონალმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ჩემპიონი გუნდისთვის თამაშს 2012 წლამდე გააგრძელებს.
თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პუიოლმა დაადასტურა, რომ სურს გააგრძელოს თამაში ესპანეთის რიგებში და ევროპაც მოიგოს 2012-ში. ბარსას კაპიტანის განცხადებით, მან გადაწყვეტილება მიიღო ესპანელ მწვრთნელთან, ვისენტე დელ ბოსკესთან და სპორტულ ხელმძღვანელთან ფერნანდო იეროსთან საუბრის შემდეგ.
ესპანეთის რიგებში მას სამი გოლი აქვს გატანილი, ის 2008 წლის ევროპის თასზე და 2010 წლის მსოფლიო თასზე ესპანეთის გამარჯვებულ შემადგენლობაში ირიცხებოდა.