|
დაამატა:
beqa |
(ორშაბათი)
997. |
ქართული ფეხბურთი
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს მოლდოვასთან გასვლით
ამხანაგურ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის
წინ ეს დასკვნითი ამხანაგური შეხვედრაა. ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ
ქეცბაიამ გენერალური რეპეტიციისთვის ნაკრებში 18 ფეხბურთელი გამოიძახა.
თუმცა სიას ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძე გამოაკლდა. ის გასულ
შაბათს სანკტ-პეტერბურგში, "ზენიტთან" მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და
ახლა 3-კვირიანი პაუზის აღება მოუწევს.
ბარსელონას მცველმა და ესპანელმა
ინტერნაციონალმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ჩემპიონი გუნდისთვის
თამაშს 2012 წლამდე გააგრძელებს. თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პუიოლმა
დაადასტურა, რომ სურს გააგრძელოს თამაში ესპანეთის რიგებში და ევროპაც
მოიგოს 2012-ში. ბარსას კაპიტანის განცხადებით, მან გადაწყვეტილება მიიღო
ესპანელ მწვრთნელთან, ვისენტე დელ ბოსკესთან და სპორტულ ხელმძღვანელთან
ფერნანდო იეროსთან საუბრის შემდეგ.
გუარდიოლამ აარჩია 28 ფეხბურთელი აზიის ტურნესთვის. მესი, ალვეში და სხვა 9 პირველი გუნდის მოთამაშე და 17 ბარსა ბ-ს ფეხბურთელი. ხეფრენი და ბოიანი ტურნეს გამოტოვებენ, რადგან ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი. სრულიადში შემადგენლობა