|
დაამატა:
beqa |
(კვირა)
1345. |
ქართული ფეხბურთი
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც პორტუგალიაში ევროპის 2011
წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, ჯანო ანანიძე
ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ქართველ 19-წლამდელთა მთავარმა
მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა რადიო "პალიტრის” ეთერში, ლაშა დვალიშვილის
საავტორო გადაცემაში ("საუბრები სპორტზე”) განაცხადა და იქვე დასძინა –
მიზეზი თავად ანანიძეს ჰკითხეთო.
შოთა არველაძე: მთავარი იყო ბურთის კონტროლი და ჩვენ ეს შევძელით
|
დაამატა:
beqa |
(ორშაბათი)
1142. |
ქართული ფეხბურთი
თურქულ სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქაისერისფორი" კვლავ დაუმარცხებელია.
შაბათს 37 წლის ქართველმა სპეციალისტმა და მისმა გუნდმა სეზონის პირველი
დიდი გამოცდა ჩააბარეს - სახელგანთქმულ "ფენერბაჰჩეს" შინ 2:0 მოუგეს. 4
ტურის შემდეგ "ქაისერი" 10 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონ "ბურსასფორს"
2 ქულით ჩამორჩება... შოთას გუშინ თურქეთში დავუკავშირდით და "ფენერბაჰჩესთან" გამარჯვებაზე ვესაუბრეთ...
|
დაამატა:
beqa |
(ხუთშაბათი)
1238. |
ქართული ფეხბურთი
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე 57 წუთით (!) ადრე
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ მისამართი შეიცვალა -
"ჯენოასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუშინ ლიგურიული კლუბის
მესვეურებმა ქართველი ახალწვეული მასმედიისა და გულშემატკივართა წინაშე
წარადგინეს. შესაბამისად, კალაძემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და
იტალიურ ვებგვერდებზე ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალები ჩვენი
მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. პოპულარულმა იტალიურმა
საიტებმა ამ თემაზე არაერთი მასალა გამოაქვეყნეს.
|
დაამატა:
beqa |
(ოთხშაბათი)
1018. |
ქართული ფეხბურთი
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს რამდენიმე მწვავე მომენტი ჰქონდა.
განსაკუთრებით ჯანო ანანიძე და გოგიტა გოგუა აქტიურობენ. ამ უკანასკნელის
შორეული ჯარიმა ხარიხას მოხვდა, ანანიძის დარტყმული კი ოდნავ ასცდა
მიზანს... მეორე ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში წარიმართა, ნაკლები
იყო მწვავე მომენტებიც და შესაბამისად, თამაშიც უგოლოდ დასრულდა - 0:0.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს.
|
დაამატა:
beqa |
(სამშაბათი)
1123. |
ქართული ფეხბურთი
ჩვენი დღევანდელი მეტოქე არასდროს განეკუთვნებოდა მსოფლიოს
გრანდთა რიცხვს და აქედან გამომდინარე, ვერც განსაკუთრებული ტიტულებით
მოიწონებს თავს. ერთადერთი სანაკრებო დონეზე მიღწევა, 1964 წელს აზიის
თასზე გამარჯვება იყო - 1994 წლამდე ისრაელი აზიის კონფედერაციის ეგიდით
ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობდა.
საბერძნეთის შემდეგ და ისრაელამდე. იმედიანი რეალობა
|
დაამატა:
beqa |
(სამშაბათი)
1396. |
ქართული ფეხბურთი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წაუგებლად უკვე მეოთხე მატჩი
ჩაატარა, უკანასკნელად როდის გვქონდა მსგავსი შედეგი? როდის, და... 9 წლის
წინათ! საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ზედიზედ ორჯერ მოიგო
და პლეი-ოფში გასვლის შანსსაც ინარჩუნებს; უკანასკნელად როდის ჰქონდა ჩვენ
21-წლამდელთა ნაკრებს მსგავსი შედეგი? როდის და... არც არასდროს!
|
დაამატა:
beqa |
(კვირა)
1377. |
ქართული ფეხბურთი
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში
სტუმრადაც დაამარცხა თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები და მეორე ადგილიდან
ჩამოაგდო - 1:0. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა, როცა სერდარ კესიმალმა
ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ახლა საქართველოს ნაკრები 9 თამაშიდან 15
ქულით მე-2 ადგილზეა.
|
დაამატა:
beqa |
(შაბათი)
1198. |
ქართული ფეხბურთი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ელადიდან ხელცარიელი არ გვიბრუნდება - თემურ
ქეცბაიას გუნდმა ევროპის ჩემპიონსა და ბოლო მუნდიალის მონაწილეს სტუმრად
ქულა აართვა და ყოველგვარი კამათის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე
წარმატებაა. შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშის ის ხარისხია,
რომელსაც საქართველოს ნაკრებისგან გადავეჩვიეთ. ბუნებრივია, იყო
შეცდომებიც, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა საფეხბურთო
გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა. პირეოსულ ფრეზე მეტად, სწორედ ეს სასიამოვნო
ფაქტორი გვაძლევს უკეთესი მომავლის იმედს. თუმცა ეს ქულა სატურნირო
თვალსაზრისითაც უდავოდ ძვირფასია და თუ წარმატებული სვლა განვაგრძეთ,
უთუოდ წაგვადგება.