პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს რამდენიმე მწვავე მომენტი ჰქონდა.
განსაკუთრებით ჯანო ანანიძე და გოგიტა გოგუა აქტიურობენ. ამ უკანასკნელის
შორეული ჯარიმა ხარიხას მოხვდა, ანანიძის დარტყმული კი ოდნავ ასცდა
მიზანს... მეორე ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში წარიმართა, ნაკლები
იყო მწვავე მომენტებიც და შესაბამისად, თამაშიც უგოლოდ დასრულდა - 0:0.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს.