კატალონიური
სპორტული გაზეთი ელ მუნდო დეპორტივო აცხადებს, რომ ბარსა დაინტერესებულია
მანჩესტერ სიტის მარცხენა ფრთის ფეხბურთელ, ბრაზილიელ რობინიოს საკუთარ
რიგებში ხილვით.
გასულ თვეში ბოლო წუთებში ჩაშლილი მცდელობის შემდეგ – ორივე კლუბის ოფიციალური წარმომადგენლები შეხვდნენ, რათა განეხილათ ბარსელონას ტრანსფერი – ბარსა გეგმავს თვალი ადევნოს ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის მიღებას, თუ ბარსას იანვარში შეუერთდება.
მაშინ როცა ბარსელონას მწვრთნელს, ხოსე გუარდიოლას მოსწონს ფეხბურთელი, მანჩესტერ სიტის მწვრთნელს, მარკ ჰიუზს არ აქვს მასთან კარგი ურთიერთობა და ნაკლებად აქვს მისი იმედი ამ სეზონზე. სავარაუდოა, რომ ბარსელონა, რომელმაც ვერ მოახერხა მარცხენა ფრთის გაძლიერება ამ ზაფხულს, შეძლებს გადადგას ახალი ნაბიჯი მომდევნო თვეების განმავლობაში, თუ ინგლისური პრემიერ-ლიგა თანახმა იქნება გაყიდოს რობინიო მისაღებ ფასში.