ბარსელონას ფეხბურთელის, ლაიონელ მესის მიერ ლიონის ოლიმპიკთან შეხვედრაში ნოუ კამპის სტადიონზე გატანილი გოლი უეფამ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლად შეაფასა. ინიესტას მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გამათანაბრებელი გოლი სტემფორდ ბრიჯზე ნახევარფინალში ჩელსის წინააღმდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ლიონის ფეხბურთელის ჟუნინიოს მიერ შესრულებული თავისუფალი დარტყმა ბარსელონას წინააღმდეგ მესამე ადგილზეა.
კატალონიური სპორტული გაზეთი ელ მუნდო დეპორტივო აცხადებს, რომ ბარსა დაინტერესებულია მანჩესტერ სიტის მარცხენა ფრთის ფეხბურთელ, ბრაზილიელ რობინიოს საკუთარ რიგებში ხილვით.