საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ტიერი ანრი სეზონის დასრულების შემდეგ ''ბარსელონას'' დატოვებს. პრესტიჟულმა გამოცემა Marca-მ აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის უახლოესი გარემოცვიდან მოიპოვა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა 32 წლის ფორვარდს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა. ტრამვების ეპიდემიის მიუხედავად , ანრი ''ბლაუგრანას'' შემადგენლობაში ბოლო 3 მატჩში საერთოდ არ გამოჩე- ნილა. ფრანგის იგნორირების პარალელურად, ხოსეპ გვარდიოლამ ახალგაზრდა თავდამსხმელებს - პედროსა და ბოიან კრკიჩს თანდათან გაუზარდა სათამაშო დრო, რაც პრაქტიკულად, ''ბარსელონაში'' ანრის კარიერის დასასრულს ნიშნავს. Marca-ს ინფორმაციით ფრანგ შემტევს სათადარიგო ფორვარდის როლის შესრულება არ აკმაყოფილებს და სეზონის დასრულების შემდეგ, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კატალონიის დატოვება ანრი '' ბარსელონაში '' 2007 წელს ლონდონის ''არსენალიდან'' (1999-2007 წლები, 396 მატჩი, 226 გოლი) გადავიდა და ბარსას შემადგენლობაში დრემდე ჩატარებულ 109 შეხვედრაში 47 გოლის გატანა მოახერხა. ანრის საფრანგეთის გუნდის ღირსება 117 მატჩში დაუცავს, პირად ანგარიშზე კი, 51 სანაკრებო გოლი აქვს.